როცა ზუსტად იცით, ვის ანდობთ რემონტის თითოეულ დეტალს გაიცანით "დეკორატე" – ქართული კომპანია, რომელიც რემონტის სრული ციკლის მართვასა და საორგანიზაციო რუტინას საკუთარ თავზე იღებს

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რემონტი, თავისი არსით, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინს, შემოქმედებით ძიებასა და იმ სასიამოვნო მზადებას უკავშირდება, როდესაც მომავალი სახლისა თუ ოფისის ყოველ დეტალს გონებაში აწყობ. თუმცა, რეალობასთან შეხება ხშირად მოულოდნელი აღმოჩნდება ხოლმე.

პროცესი, რომელიც იდეების ფურცელზე გადატანითა და ფერების შერჩევით იწყება, პრაქტიკაში ხშირად სცილდება დადგენილ გეგმას და არაერთგვაროვან სირთულეებში გადადის. რემონტის პროცესში იკვეთება გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები და სპეციფიკური ტექნიკური ბარიერები, რაც მომხმარებლისგან მუდმივ ჩართულობასა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას მოითხოვს.

ეს ის ეტაპია, როდესაც პროცესი ადამიანისგან იმაზე მეტ ყურადღებას, ენერგიასა და მუდმივ ჩართულობას ითხოვს, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი, რაც საბოლოოდ საკუთარი სივრცის შექმნით მიღებულ სიამოვნებას გადაღლითა და დაძაბულობით ანაცვლებს

სწორედ ასეთ გარემოში გაჩნდა "დეკორატეს" შექმნის იდეა. დამფუძნებლებისთვის საკუთარი სახლის მოწყობა აღმოჩნდა ის გადამწყვეტი გამოცდილება, რამაც ნათლად დაანახათ ბაზარზე არსებული მთავარი პრობლემა: ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ ლამაზი ნახაზები, არამედ გამართული სისტემა, რომელიც მათ რემონტის სირთულეებისგან იხსნის.

"ერთი წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი სახლის მოწყობა დავიწყეთ. მაშინვე მივხვდით, რომ პროცესი, რომელიც "ოცნების სახლის" შექმნას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში გაუთავებელ გაურკვევლობასთან, არაპროგნოზირებად ხარჯებსა და ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

სწორედ ამ დროს დავიხმარეთ ჩვენი მეგობარი, 10-წლიანი გამოცდილების მქონე დიზაინერი – ნათია. მასთან კომუნიკაციამ სრულიად შეცვალა ჩვენი აღქმა: ბუნდოვანი სურათი ნათელ გეგმად იქცა, ხოლო სტრესი – შემოქმედებით პროცესად. მივხვდით, რომ ბაზარზე არსებობდა რეალური საჭიროება სერვისისა, რომელიც მომხმარებელს დაიცავდა "რემონტის ქაოსისგან". ჩვენი მოტივაციაც ეს იყო: შეგვექმნა კომპანია, რომელიც იქნებოდა მეგზური იდეიდან რეალობამდე", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარი ვაშალომიძე, "დეკორატეს" თანადამფუძნებელი და CEO

"დეკორატეს" დამფუძნებლებმა კომპანიის სტრატეგია იმ საოპერაციო მხარეზე ააგეს, რომელიც რემონტის დროს ყველაზე მეტ ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. მათთვის ნათელი იყო, რომ მომხმარებლისთვის ვიზუალური ესთეტიკა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ნამდვილი შედეგი კი ამ იდეების ზედმიწევნით ზუსტად, ზედმეტი დანაკარგების გარეშე განხორციელებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, "დეკორატე" ჩამოყალიბდა როგორც სისტემა, სადაც კრეატიული ხედვა და პრაქტიკული შესრულება ერთმანეთს ლოგიკურად ერწყმის. გუნდის მიზანი იყო შეექმნათ ისეთი გამოცდილება, სადაც რემონტი აღარ ასოცირდება გაუთავებელ პრობლემებთან, არამედ იქცევა მოწესრიგებულ და პროგნოზირებად პროცესად.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, დამკვეთს შევთავაზოთ პროცესის სრული მართვა და მაქსიმალური კომფორტი. დაკვირვებამ დაგვანახა, რომ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ისეთ პროფესიონალურ მხარდაჭერაზე იყო, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. მომხმარებლებს აქვთ მკაფიო ხედვა და სურთ, რომ მათი ჩანაფიქრი ზუსტად ისეთივე სახით დახვდეთ რეალობაში, როგორიც ის თავდაპირველად, ერთობლივი მუშაობისას დავგეგმეთ", – განმარტავს მარი ვაშალომიძე.

რემონტის სრული ციკლის მართვა ერთ სივრცეში – გარანტია იმისა, რომ რეალობა საპროექტო ჩანაფიქრს დაემთხვევა

იმისთვის, რომ ჩანაფიქრი დანაკარგების გარეშე გადავიდეს ქაღალდიდან ფიზიკურ სივრცეში, "დეკორატემ" შექმნა სისტემა, სადაც დიზაინერები, არქიტექტორები და შემსრულებლები ერთიან ჯაჭვში არიან მოქცეულნი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ რემონტის დროს დამკვეთისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება ერთი პასუხისმგებელი პარტნიორია, რომელიც პროცესს პირველივე მონახაზიდან გასაღების ჩაბარებამდე უძღვება. სწორედ ეს სრული ციკლის მართვის მოდელი უზრუნველყოფს, რომ იდეის განხორციელება არ იყოს დამოკიდებული სხვადასხვა რგოლის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობაზე.

პროცესის ეფექტურობა მომსახურების მოქნილობაზე დგას: დამკვეთს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ დეტალური ტექნიკური გზამკვლევი დამოუკიდებელი მუშაობისთვის, ან მთელი საორგანიზაციო სიმძიმე სტუდიის მენეჯერებს მიანდოს. 10-წლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა, ყოველი პროექტისთვის არა შემთხვევითი შემსრულებლები, არამედ გამოცდილი და სანდო პროფესიონალები შეირჩნენ. ამ მექანიზმში კომპანია მოქმედებს როგორც ფილტრი – ყველა ტექნიკური გაუგებრობა თუ ლოგისტიკური შეფერხება შიდა რესურსით გვარდება, რათა მომხმარებლის სურვილები ყოველგვარი კომპრომისის გარეშე იქცეს ზუსტ რეალობად.

ამავდროულად, სტუდია უარს ამბობს შაბლონურ გადაწყვეტებზე. ყოველი სივრცე – საცხოვრებელი სახლი იქნება ეს თუ კომერციული ობიექტი – დამკვეთის ინდივიდუალიზმის გამოვლინებაა. გუნდი მუდმივად ეძებს იმ ოქროს შუალედს, სადაც მომხმარებლის სურვილები და პროფესიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება. ეს არის ე.წ. ინდივიდუალიზმის რეცეპტი, რომელიც გარემოს არა უბრალოდ მოწესრიგებულს, არამედ ავთენტიკურს და ცოცხალს ხდის.

რემონტისთვის დამახასიათებელი სტრესის დასაძლევად "დეკორატემ" დანერგა კონცეფცია – "სიმშვიდე, როგორც სერვისი". კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ ქაოსზე, რომელიც ჩვეულებრივ რემონტს ახლავს: ხელოსნებთან რთული კომუნიკაცია, მასალების ძიება და გაუთვალისწინებელი ხარჯების მართვა მთლიანად გუნდის საზრუნავია. ამ მიდგომით დამკვეთი თავისუფლდება ყოველდღიური რუტინისგან და იღებს მთავარ ბენეფიტს – ისეთ გარემოს, როგორიც თავიდანვე ერთად დაიგეგმა. საბოლოო ჯამში, "დეკორატე" ბაზარზე დამკვიდრდა როგორც პარტნიორი, რომლისთვისაც წარმატების მთავარი საზომი დასრულებულ პროექტში ბედნიერად გაგრძელებული ცხოვრებაა.

"ამ რთული ჯაჭვის მართვას რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორით ვახერხებთ. პირველი – ეს სერვისების დიფერენცირებაა – ჩვენი მოდელი მოქნილია და ერგება დამკვეთის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ზოგისთვის მხოლოდ დეტალურ დიზაინ-პროექტს ვქმნით, რომელიც ზუსტი ტექნიკური გზამკვლევია, ხოლო მათთვის, ვისაც პროცესში მაქსიმალური სიმშვიდე სურს, გვაქვს "სრული სერვისი", სადაც პროექტის მართვასა და მენეჯმენტს მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებთ.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოცდილი პარტნიორების ქსელია. ათწლიანმა პრაქტიკამ საშუალება მოგვცა, შემოგვეკრიბა სანდო პროფესიონალებისა და მომწოდებლების წრე; ჩვენ არ ვეძებთ ახალ შემსრულებლებს ყოველი პროექტისთვის, ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის ხარისხის სტანდარტი უკვე მრავალჯერ არის დადასტურებული.

დაბოლოს, ეს არის კომუნიკაციის მართვა. "დეკორატე" მოქმედებს, როგორც ერთგვარი ფილტრი დამკვეთსა და შემსრულებლებს შორის – ყველა ტექნიკურ სირთულეს, ლოგისტიკურ შეფერხებასა თუ მომწოდებლებთან მოლაპარაკებას ჩვენი გუნდი აგვარებს, რათა მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს", – განმარტავს "დეკორატეს" CEO.

ფინანსური გამჭვირვალობა, როგორც ნდობის ფუნდამენტი

ნდობის მშენებლობა "დეკორატეში" პირველივე შეხვედრამდე იწყება. ეს არის პროცესი, როდესაც დამკვეთი რეალური, უკვე განხორციელებული პროექტების მაგალითზე ხედავს, რომ მისი ჩანაფიქრი სავსებით განხორციელებადია. თუმცა, ნამდვილი პარტნიორობა აბსოლუტურ გამჭვირვალობაზე დგას, რაც, პირველ რიგში, ბიუჯეტის მიმართ პატივისცემაში გამოიხატება

კომპანიის მიდგომა მარტივია: ყოველი დიზაინ-კონცეფცია თავიდანვე დამკვეთის ფინანსური შესაძლებლობების გარშემო იგება. ეს ნიშნავს, რომ ესთეტიკური მხარე და პრაქტიკული რეალობა მუდმივ თანხვედრაშია – ყოველი დეტალი წინასწარ არის გათვლილი და ოპტიმიზებული. ტექნიკური სიზუსტე "დეკორატესთვის" არის უზუსტესი გზამკვლევი, სადაც ყოველი სანტიმეტრი წინასწარაა განსაზღვრული. სწორედ ეს სიზუსტე აძლევს დამკვეთს იმ იშვიათ თავდაჯერებულობას, რომ საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც პირველ შეხვედრაზე წარმოიდგინა. რემონტის რთულ გზაზე თქვენ აღარ ხართ მარტო – თქვენ გყავთ მეგზური, რომელსაც აქვს პასუხი ნებისმიერ ტექნიკურ თუ საორგანიზაციო კითხვაზე.

როგორ ქმნის "დეკორატე" თქვენს ავთენტიკურ სივრცეს?

მაღალი მოთხოვნის პირობებშიც კი, "დეკორატე" უარს ამბობს სტანდარტულ მიდგომებზე, რადგან ყოველი პროექტი გუნდისთვის ახალი, ინდივიდუალური გამოწვევაა. იმისათვის, რომ თქვენმა სახლმა თუ სამუშაო სივრცემ შეინარჩუნოს თავისი ავთენტიკურობა, სტუდიაში რამდენიმე მკაცრი პრინციპი მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანი შეგნებულად ლიმიტირებული პროექტების რაოდენობაა – გუნდი იღებს ზუსტად იმდენ შეკვეთას, რამდენიც საშუალებას იძლევა, რომ თითოეულ თქვენგანს დაეთმოს მაქსიმალური დრო და შემოქმედებითი ენერგია.

ამ ინდივიდუალური ყურადღების მიღმა გამართული სისტემა დგას. მაშინ, როდესაც დიზაინერების გუნდი სრულად არიან კონცენტრირებული თქვენი იდეების ესთეტიკურ მხარეზე, ბიზნესის მართვისა და ფინანსური ზედამხედველობის რგოლი უზრუნველყოფს, რომ ყოველი დეტალი ტექნიკურად უნაკლო იყოს. ეს სინერგია საშუალებას აძლევს შემოქმედებით გუნდს, არ დაიხარჯოს ბიუროკრატიულ დეტალებზე და მთელი რესურსი თქვენი სურვილების რეალიზაციას მოახმაროს.

"დეკორატეს" მთავარი საიდუმლო კი მოსმენაშია. აქ დამკვეთი არ არის უბრალოდ პროცესის დამკვირვებელი – ის თანაავტორია. ნაცვლად შაბლონებისა, გუნდი თქვენთან ერთად სწავლობს თქვენს ცხოვრების წესს, ჩვევებსა და იმ ემოციებს, რომლებსაც ახალ სივრცეში ეძებთ. მიუხედავად პროექტების მასშტაბისა, დამფუძნებლები პირადად არიან ჩართული საკვანძო ეტაპებზე, რადგან მათთვის "დეკორატე" მხოლოდ ბიზნესი არ არის – ეს არის რეპუტაცია, რომელიც თქვენს კმაყოფილებაზე გადის. საბოლოო მიზანი კი ერთია: თქვენმა სახლმა არა მხოლოდ მოგხიბლოთ, არამედ გაგრძნობინოთ, რომ ის შექმნილია სპეციალურად თქვენთვის.

"ჩვენთვის მასალების შერჩევა პროექტის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, სადაც ავთენტიკური ჩანაფიქრი და ხარისხი ერთმანეთს ხვდება. ლამაზი ესკიზი მხოლოდ მაშინ იქცევა საიმედო რეალობად, როცა ის სწორად შერჩეული ფაქტურებითაა შესრულებული. ამ პროცესში სამ ძირითად "ფილტრს" ვიყენებთ. პირველი ეს გამძლეობა და ფუნქციურობაა – ხარისხი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ სივრცემ პირვანდელი სახე და ავთენტიკურობა წლების განმავლობაში შეინარჩუნოს. მასალებს ყოველთვის კონკრეტული ობიექტის დატვირთვის მიხედვით ვარჩევთ: იქნება ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალები საძინებლისთვის, თუ მაღალი გამძლეობის იატაკი კომერციული ფართისთვის.

მეორე ფაქტორი ესთეტიკური თანხვედრაა. მასალა ზუსტად უნდა პასუხობდეს დიზაინის კონცეფციას, 60 aprili 2026 ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფაქტურებსა და ფერების ბუნებრიობას. იმისათვის, რომ დამკვეთმა პირადად იგრძნოს თავისი მომავალი გარემოს ხასიათი, შერჩევის პროცესში ყოველთვის ვიყენებთ მასალების ნიმუშებს. ეს საშუალებას გვაძლევს, ხარისხი ხელით შესახები გავხადოთ.

დაბოლოს, ეს არის სანდო მომწოდებლები. ათწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, ვითანამშრომლოთ მხოლოდ მათთან, ვინც პროდუქციაზე გარანტიას იძლევა და ლოჯისტიკური სიზუსტით გამოირიცხება. ჩვენი მიზანია, დამკვეთმა გაიღოს ინვესტიცია ხარისხში და არა უბრალოდ, რემონტში – თითოეული შერჩეული მასალა არის დაპირება, რომ სივრცე იქნება ისეთივე მყარი, როგორიც ავთენტიკური და ესთეტიკურია", – აღნიშნავს რესპონდენტი.

სივრცის ფუნქციური დაგეგმარება: რა განსაზღვრავს თანამედროვე კომფორტს

ინტერიერის დიზაინი დღეს მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა აღარ არის – ის ფსიქოლოგიური კომფორტისა და საინჟინრო ლოგიკის სინთეზია. "დეკორატეს" პრაქტიკაში რამდენიმე მთავარი პრინციპი იკვეთება, რომელიც პირდაპირ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების წესს. პირველი ეს არის ემოციური მდგრადობა: სახლი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანი ისვენებს, ამიტომ სტუდია უპირატესობას ბუნებრივ მასალებს (ხე, ქვა, ნატურალური ტექსტილი) და თბილ, მშვიდ ტონებს ანიჭებს.

პარალელურად, გადამწყვეტი გახდა მულტიფუნქციურობა. პოსტპანდემიურ სამყაროში საცხოვრებელი ფართი ხშირად სამუშაო ოფისიც არის და დასასვენებელი ადგილიც. გუნდი მუშაობს ისეთი ტრანსფორმირებადი ზონების შექმნაზე, რომლებიც მცირე ფართშიც კი ადამიანს საქმიანობიდან დასვენებაზე გადართვაში ეხმარება. ამავდროულად, კომპანია უარს ამბობს "სწრაფ მოდაზე" და ქმნის დიზაინს, რომელიც დროს უძლებს – ის 10 წლის შემდეგაც აქტუალური და ხარისხიანი იქნება. ტექნოლოგიები კი ამ პროცესში "უხილავად" მონაწილეობენ: "ჭკვიანი სახლის" სისტემები ისეა ინტეგრირებული, რომ ისინი არ არღვევენ ინტერიერის ჰარმონიას, მაგრამ საგრძნობლად ამარტივებენ ყოველდღიურობას. "ჩვენი გუნდისთვის მთავარი ტენდენცია მაინც ინდივიდუალიზმია. მოდა გადის, მაგრამ ისტორია, რომელსაც კონკრეტული სივრცე მისი მფლობელის შესახებ ჰყვება, მუდმივია. ჩვენი მიზანია, ეს ტენდენციები დამკვეთის ხასიათს მოვარგოთ და არა პირიქით", – აღნიშნავენ "დეკორატეს" გუნდში.

რეპუტაცია, როგორც კაპიტალი – როგორ გეგმავს "დეკორატე" ქართული ხელწერის გლობალურ ბაზარზე გატანას?

"დეკორატეს" წარმატების მთავარი ინდიკატორი არა სტატისტიკა, არამედ რეკომენდაციების ის ჯაჭვია, რომელმაც კომპანია დღევანდელ ნიშნულამდე მოიყვანა. როდესაც ახალი დამკვეთი სტუდიას მეგობრის ან ბიზნესპარტნიორის რჩევით მიმართავს, ეს იმ ხარისხის სტანდარტის საუკეთესო დასტურია, რომელსაც გუნდი წლებია აშენებს. სწორედ ეს დაგროვილი ნდობის კაპიტალი გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს "დეკორატეს" შესაძლებლობები ქვეყნის საზღვრებს გასცდა.

ლოკალური აღიარება ბუნებრივად გადაიზარდა საერთაშორისო მასშტაბირებაში. ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: სტუდია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან დუბაიში, სადაც ქართული დიზაინ ხედვისა და ხარისხის რეალიზება გლობალურ დონეზე იგეგმება. ეს პროცესი ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, ქართული კრეატიული პოტენციალის მსოფლიო დიზაინ-რუკაზე დამკვიდრებას ემსახურება.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის "დეკორატე" ინვესტიციას გუნდის პროფესიულ ევოლუციაში აგრძელებს. სწორედ ამიტომ, აპრილის ბოლოს სტუდიის დიზაინერების სრული შემადგენლობა მილანში, Salone del Mobile-ზე გაემგზავრება. კომპანიისთვის პრინციპულია, რომ მსოფლიოს უმთავრეს გამოფენას "დეკორატეს" გუნდის ყველა დიზაინერი დაესწროს. ეს არის უწყვეტი განვითარების პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა, პროექტებში უახლესი მსოფლიო ტენდენციები და დიზაინის თანამედროვე სტანდარტები აისახოს. ეს უწყვეტი განვითარების პროცესი ემსახურება საერთაშორისო დონის ბრენდის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც წარმატების მთავარი საზომი არა მხოლოდ დასრულებული ობიექტი, არამედ მასში ბედნიერად გაგრძელებული ცხოვრებაა.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director