Get All Access for $5/mo

RPA რობოტები ფინანსური სექტორისთვის RPA არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც პროდუქტიულობის გაზრდასთან ერთად, მთლიანად ცვლის ბიზნესის ხედვას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით, ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები უწყვეტი განვითარების რეჟიმში არიან, რათა მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ და ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ. საფინანსო სექტორში გაჯერებული კონკურენციის გამო, კომპანიები ფიქრობენ, თუ როგორ გაზარდონ ეფექტურობა რესურსების ოპტიმიზაციის პარალელურად.

ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, და ამ მხრივ საბანკო და ფინანსური სექტორი მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. მათ შორის ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების კუთხით, როგორიც არის პროცესების რობოტიზაცია - RPA.

RPA არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც პროდუქტიულობის გაზრდასთან ერთად, მთლიანად ცვლის ბიზნესის ხედვას. Gartner-ის კვლევის მიხედვით, პროცესების რობოტიზაციაზე (RPA) მოთხოვნა ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა. ხოლო, 2022 წლის დასაწყისში, კომპანიების 85%-ს მუშაობა დაწყებული ექნება პროცესების რობოტიზაციაზე.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ბლოგში გვინდა გაგაცნოთ საფინანსო სექტორში RPA ტექნოლოგიის გამოყენების კონკრეტული მაგალითები და სარგებლები.

RPA რობოტების სარგებლები ფინანსურ სექტორში

1. პროდუქტიულობის გაუმჯობესება და შეცდომების აღმოფხვრა - RPA რობოტები უზრუნველყოფენ 100% - იან სიზუსტეს და შეცდომების სრულიად აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშნველოვანია ფინანსურ სექტორისთვის. ამასთან რობოტები მუშაობენ 24/7, დაუღლელად და შეუფერხებლად.

2. ადამიანური რესურსისა და დროის დაზოგვა - ცხადია, რომ ადამიანური რესურსი არის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. სწორედ იმისთვის, რომ ეს ძალა მეტად პროდუქტიულად გამოიყენოს ბიზნესმა, საჭიროა მას ხშირად განმეორებადი საქმე ჩამოშორდეს. RPA რობოტები არა მხოლოდ ითავსებენ თანამშრომლების საქმეებს, არამედ რუტინულ საქმეს ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად აკეთებენ.
3. ხარჯების ოპტიმიზაცია - რობოტებს შეუძლიათ ბევრი საბანკო, სადაზღვევო პროცესის, თუ ოპერაციის 100%-მდე ავტომატიზაცია. შედეგად სამუშაო დღის საშუალო დანაზოგი 70-95%-ს აღწევს. RPA-ს დანერგვა არ მოითხოვს მაღალ ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს – რობოტები ადამიანების მსგავსად იყენებენ ორგანიზაციის არსებულ სოფტებს და არ საჭიროებს ამ სოფტების ცვლილებას.

ფინანსურ სექტორში RPA-ის გამოყენების მაგალითები:

პროცესების რობოტიზაციის გამოყენების მრავალი მაგალითიდან გვინდა გამოვყოთ ის ქეისები, რომელიც საბანკო და ფინანსურ სექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთია სტანდარტიზებული ტრანზაქციების ავტომატიზაცია RPA ტექნოლოგიის მეშვეობით. სოფტ რობოტებს UI-ის (User Interface) გამოყენებით, შეუძლიათ ნებისმიერ პროგრამაში, ან პროგრამების კომბინაციაში გატარებების გაკეთება (მაგ. გზავნილები, საკომისიოები, პერიოდული გადახდები და ა.შ.). ასევე შესაძლებელია, სადაზღვევო-ანაზღაურების მოთხოვნების დამუშავება, პაკეტების გადამოწმება და საპასუხო გატარებების გაკეთება. რობოტების მეშვეობით ავტომატიზირებადია ისეთი პროცესებიც, როგორიცაა ინვოისების დამუშავება, შესყიდვებისა და გაყიდვების მოთხოვნების გენერირება.

RPA-ის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითია კლიენტის ონბორდინგი. RPA რობოტებს შეუძლიათ კლიენტის (ფიზიკური, ან იურიდიული პირი) რეგისტრაციის გამარტივება, მათი მონაცემების გადამოწმება (ე.წ Underwriting) არსებულ ბაზებსა და სიებში, ისტორიების გადახედვა (საბანკო ან სადაზღვევო), რისკის კოეფიციენტის განსაზღვრა, საკრედიტო ქულასთან ერთად ნახვა და საპროცენტო განაკვეთის მისადაგება.

მონაცემთა დამუშავებისა და მიმოცვლის პროცესების რობოტიზაციის გამოყენების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ისეთი კომპანიებისთვის, სადაც მონაცემების დამუშავება და მართვაა საჭირო. რობოტებს შეუძლიათ იმუშაონ, როგორც შუამავალმა პროგრამამ არსებულ სოფტებსა და სისტემებს შორის მონაცემების მიმოცვლისთვის. სოფტ რობოტების მეშვეობით შესაძლებელია თითოეულ პროგრამაში არსებული მონაცემების დამუშავება, მისთვის სასურველი ფორმატის მინიჭება და ატვირთვა ალტერნატიულ სისტემაში. (მაგ. ექსელის ფაილის ატვირთვა ERP სისტემაში, ERP-იდან აღებული მონაცემების კერძო სოფტში გადატანა, ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების ნებისმიერ სასურველ ფორმატში დამახსოვრება და ა.შ.)

პროცესების რობოტიზაციის გამოყენების არაერთი მაგალითი გვხვდება მომხმარებელთა მხარდაჭერის ნაწილშიც. კლიენტთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც სტანდარტიზებადია და წესებით განსაზღვრულია, შესაძლოა ავტომატიზირდეს. მათ შორის ისეთი ძირითადი პროცესები, როგორიცაა ონლაინ რეგისტრაციები, ონლაინ სესხის მოთხოვნები, არასანქცირებული ლიმიტების ჩართვა-დაპაუზება, პერიოდული შეხსენებები გადახდებსა და ლიმიტებზე, მხარდაჭერის სტანდარტულ კითხვებზე პასუხი და კლიენტის გადამისამართება, ავტომატურად გენერირებადი შეთავაზებები მომხმარებლის პროფილის მიხედვით და ა.შ.

ჩამოთვლილი მაგალითების გარდა RPA ტექნოლოგიის გამოყენების უამრავი შესაძლებლობა არსებობს რომლებიც წარმატებით დანერგეს მსოფლიოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა თუ საფინანსო კომპანიებმა. რობოტიზაცია ერგება ყველა პროცესს, რომელიც განმეორებადია და ეფუძნება წესებზე დამოკიდებულ ლოგიკას. ასეთი პროცესების აღმოჩენა კი ნებისმიერ სფეროშია შესაძლებელი.

დღევანდელ რეალობაში აუცილებელია კომპანიები ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიების მუდმივ ზრდას არ ჩამორჩნენ, ზუსტი და დროული ქმედებებით იხელმძღვანელონ, რათა მუდმივად ჰქონდეთ ჯანსაღი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. ამ ყველაფრის ავტომატიზაციისთვის კი RPA პროცესების რობოტიზაციის დანერგვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა.

თუ გინდათ გაიგოთ, რამდენად შეესაბამება, თქვენს პროცესებს RPA, შეგიძლიათ გაიაროთ მარტივი ტესტი და სურვილისამებრ კონსულტაცია ჩანიშნოთ ჩვენს RPA ტექნოლოგიის სპეციალისტებთან. მათი რჩევები, დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რამდენად არის მზად თქვენი კომპანია RPA ტექნოლოგიის დასანერგად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი