რუსეთი ChatGPT-ის კონკურენტზე მუშაობს, რომელსაც GigaChat ერქმევა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რუსეთის უმსხვილესმა კრედიტორმა კომპანია Sberbank-მა, პირველი რუსული ჩეთბოტის GigaChat-ზე მუშაობა ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ GigaChat ამჟამად მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია, სავარაუდოდ, ის მალე ჩაეშვება კონკურენტი AI ჩეთბოტების ბაზარზე.
Sberbank-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის რაც GigaChat-ს გამოარჩევს კონკურენტებისგან, არის უნარი, მაქსიმალურად პროდუქტიულად დაუკავშირდეს მომხმარებლებს რუსულ ენაზე, ვიდრე სხვა კონკურენტი ენობრივი მოდელები.
მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა რუსეთს და შეაჩერა საკუთარი ექსპორტი, რუსეთის წამყვანმა ბანკმა მსხვილი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიურ სფეროში, რათა შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე. GigaChat კი წარმოადგენს მისი ინვესტიციების ერთ-ერთი "ნაყოფს" ტექნოლოგიურ სფეროში.