Get All Access for $5/mo

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' მხარდაჭერით 25-მა ქართულმა კომპანიამ Gulfood 2023-ში მიიღო მონაწილეობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიმდინარე წლის 20-24 თებერვალს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში - Gulfood 2023, 25 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მხრიდან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველოსთვის გამოყოფილმა სივრცემ 195 მ2 შეადგინა, რამაც Gulfood 2023-ზე დამსწრე ქართული კომპანიების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით გახლდათ წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოსთვის გამოყოფილ სტენდებზე გამოფენის ვიზიტორებს მასპინძლობდნენ: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვრისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და მრავალი სხვა სახის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

"დუბაიში გამართულ სასმელი და საკვები პროდუქციის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველო ისტორიულად ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი სტენდით გახლდათ წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი და აქტიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაფართოება, რამაც გამოფენაზე მონაწილე კომპანიების რიცხვის საგრძნობლად ზრდა განაპირობა", - აღნიშნა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი, ხოლო ქართულმა კომპანიები B2B ფორმატის შეხვედრებს მართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.

ცნობისათვის, Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ში მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის სასმელი და საკვები პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით