საავადმყოფოს მოთხოვნადი აღჭურვილობები Covid-19-ის პერიოდში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პანდემიის დროს კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ხშირად ბევრ საავადმყოფოს ისეთი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი აქვს, როგორიცაა ვენტილატორები, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა (PPE), ტესტირების ჩასატარებელი ხელსაწყოები და სხვა.
თუმცა არსებობს სხვა ტიპის სამედიცინო აღჭურვილობაც, რომელიც ასევე მოთხოვნადია დამატებითი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ამ განყოფილებების დატვირთვა და მნიშვნელობა კი განსაკუთრებულად გაიზარდა COVID-19-ის გავრცელების გამო. ამ დაავადების მქონე პაციენტებს ისედაც უდიდეს სტრესთან უწევთ გამკლავება, რადგან მათი სიცოცხე, ფაქტობრივად სასწორზე დევს. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მძიმე სიმპომების მქონე პაციენტებზე. არასაკმარისი წვდომა კი სამედიცინო აღჭურვილობაზე იმ საავადმყოფოში, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მათ სტრესსა და შიშს ერთი-ორად ზრდის და ამძაფრებს. ამიტომ, თუ გსურთ თქვენს პაციენტებს შეუქმნათ კომფორტი და განაპირობოთ მათი სიმშვიდე, უნდა უზრუნველყოთ საჭირო აპარატურა.
6 ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პრდუქტი
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელთა მობილიზებაც აუცილებელია ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამართული ფუნქციონირებისა და სრული დატვირთვით მუშაობისთვის.
1. საავადმყოფოს საწოლებიპაციენტისთვის კომფორტის შექმნა უმნიშვნელოვანესია მისი სიმშვიდისა და, შესაბამისად, დროულად გამოჯანმრთელებისთვის. Ხანდაზმული მოსახლეობის სიჭარბემ გზა გაუხსნა ბიზნესის ახალ მიმართულებას - hospital bed rental მომსახურება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.
იგივე შეიძლება ითქვას კორონავირუსით დაავადებული პაციენტების შემთხვევაშიც. ჯანსაღი და მშვიდი ძილი აუცილებელია ამ დაავადებასთან გასამკლავებლად. ასეთ ძილს კი დიდწილად საავადმყოფოს კომფორტული საწოლი განაპირობებს. hospital bed ები აღჭურვილია სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უსწრაფესად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასე რომ, საავადმყოფოს საწოლი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია პაციენტებისთვის.
2. ვენტილატორები: ინვაზიური და არაინვაზიური
ინვაზიური ვენტილატორი ყველაზე ხშირად გამოიყენება მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რათა დაეხმაროს ადამიანებს სუნთქვაში, როდესაც მათ ეს არ შეუძლიათ. ინვაზიური ვენტილატორი მიმაგრებულია პაციენტის სასუნთქ გზებში მოთავსებულ მილზე, რათა მან შეძოლოს ჰაერის მიწოდება პაციენტის ფილტვებისთვის.
არაინვაზიური ვენტილატორები უზრუნველყოფენ რესპირატორული დაზიანების მკურნალობას და ჩვეულებრივ პაციენტებს მიეწოდებათ ნიღბებით. ეს არის "სამაშველო" ჩარევა მოკლევადიანი გამოყენებისთვის, როცა ჰაერის დაბალი წნევაც დასაშვებია.
3. გადასხმის ტუმბოები
გადასხმის ტუმბო არის სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც აწვდის დიდი მოცულობის სითხეს, როგორიცაა ნუტრიენტები და მედიკამენტები, კონტროლირებადი რაოდენობით პაციენტის სხეულში. საინფუზიო ტუმბოები ფართოდ გამოიყენება მთელ რიგ საავადმყოფოებში. პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შეიძლება დასჭირდეს გადასხმის რამდენიმე ტუმბო ერთდროულად.
4. პაციენტის მონიტორები / პულს-ოქსიმეტრები
პაციენტის მონიტორი არის დიაგნოსტიკური აპარატი, რომელიც აკონტროლებს და აჩვენებს პაციენტის სასიცოცხლო ნიშნებს, მათ შორის გულისცემას, არტერიულ წნევას, ტემპერატურას, სუნთქვას, ჟანგბადის გაჯერებას და სხვა.
5. შეწოვის ხელსაწყოები
შეწოვის ბლოკები შეიძლება გამოყენებულ იქნას სასუნთქი გზების გასაწმენდად სისხლის, ნერწყვის, ღებინების ან სხვა სითხისგან, რათა პაციენტმა უფრო ადვილად ისუნთქოს. როცა ვსაუბრობთ ფილტვების ჰიგიენაზე, შეწოვა გამოიყენება სასუნთქი გზებიდან სითხის მოსაშორებლად, სუნთქვის გასაადვილებლად და მიკროორგანიზმების რიცხვის ზრდის თავიდან ასაცილებლად.
6. ჰაერის დამატენიანებლები
ჰაერის დამატენიანებლები ათბობენ და ატენიანებენ მექანიკური ვენტილაციის დროს მიწოდებულ ჰაერს, რათა თავიდან აიცილონ მშრალ ჰაერთან დაკავშირებული სერიოზული გართულებები და შეუქმნან პაციენტს მეტი კომფორტი.