Sponsored Content

საჩუქრები, რომელიც მართლა გამოგადგება - Skillwill-ის საახალწლო კამპანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი წელი და მხიარული განწყობა დღითიდღე გვიახლოვდება. ეს არის პერიოდი, როცა უამრავი ბედნიერი ადამიანი ერთმანეთში საახალწლო საჩუქრებს ცვლის. ალბათ, დეკემბერში ყველაზე მეტ დროს სწორედ საჩუქრების შერჩევაში ვხარჯავთ - ვცდილობთ, ზუსტად მოვარგოთ ჩვენი საყვარელი ადამიანის სურვილებს ჩვენ მიერ შერჩეული საჩუქარი, რათა მაქსიმალურად ბედნიერი და გახარებული შეხვდეს ახალ წელს. თუმცა, ზოგჯერ არც დრო გვაქვს და არც ზუსტი ინფორმაცია სწორი საჩუქრის შესარჩევად. ამ დროს კი, უმეტესად "სტანდარტული საჩუქრების" იმედად ვრჩებით.

ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, Skillwill-მა წამოიწყო განსაკუთრებული საახალწლო კამპანია, რომლითაც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. კამპანიის ფარგლებში, არც ისე მნიშვნელოვანი და გამოუსადეგარი პროდუქტები Skillwill-მა გადააქცია ახალი წლის საჩუქრებად, რომელიც მართლა გამოგადგება და გამოადგება. შესაბამისად, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და სტანდარტული საახალწლო საჩუქრები, Skillwill-ის კურსებთან ერთად, ახლა უკვე ყველაზე გამოსადეგი საჩუქარი გახდა.

Skillwill-ის კამპანიის მთავარი მიზანი საჩუქრების ნამდვილი ღირებულების ხელახლა განსაზღვრაა. Skillwill-ის ჰუდი, ჩანთა და წიგნაკი არ არის ჩვეულებრივი საჩუქრები, რომელსაც ახლობელ ადამიანებს ახალი წლის ღამეს ვჩუქნით. თითოეულ მათგანს საჩუქრად მოჰყვება სასურველი ონლაინ კურსი, რომელიც საჩუქრის ადრესატს დაეხმარება მიიღოს საჭირო ცოდნა და აითვისოს ტექნიკური უნარები - შედეგად კი, შესაძლებლობა ექნება დაიწყოს ახალი კარიერა და დაეუფლოს მაღალანაზღაურებად პროფესიებს.

"ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო საახალწლო ციებ-ცხელების პერიოდში - როცა ყველა ფიქრობს, თუ ვის რა აჩუქოს - შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ არსებობს საჩუქრები, რომელიც რეალურად გამოსადეგია და იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი შამპანური, შოკოლადი ან საახალწლო წინდები ვაჩუქოთ ერთმანეთს - შეგვიძლია საახალწლო საჩუქრის იდეები გავაუმჯობესოთ და საჩუქრების ტრადიცია უფრო გამოსადეგი გავხადოთ. ამასთანავე, გვავიწყდება ისიც, რომ ახალ წელს საკუთარ თავსაც შეგვიძლია გავუკეთოთ საჩუქარი და მივიღოთ პრაგმატული გადაწყვეტილება - შევიძინოთ ონლაინ კურსი. ეს კი, შესაძლებლობას მოგვცემს ვისწავლოთ პროფესია, რომელიც გვინდა, გვაინტერესებს და თან მართლა გამოგვადგება", - რამაზ დავითური, Skillwill გლობალის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ახლა, ვისაუბროთ - როგორ შეიძლება Skillwill-ის საჩუქრების შეძენა, ჩუქება ან გამოყენება. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰუდის, წიგნაკის და ჩანთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიღებული კურსის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაგალითად: შეგიძლია შეიძინო ჰუდი 630₾-ად, ჩანთა 559₾-ად ან წიგნაკი 420₾-ად და მიიღო სასურველი კურსი საჩუქრად; შემდეგ კი, სურვილისამებრ, აჩუქო საყვარელ ადამიანს ჰუდი, კურსი ან ორივე ერთად, ან სულაც ორივე საჩუქარი თავად დაიტოვო.

ასე და ამგვარად, ახალ წელს შეგიძლია სასურველი ადამიანი თან გააბედნიერო და თან ისეთი საჩუქარი აჩუქო, რომელიც მთელი წელი მართლა გამოადგება.

ცოტა რამ Skillwill-ის შესახებაც - ეს არის საქართველოში პირველი ნეო უნივერსიტეტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება ისწავლონ მომავლის პროფესიები უმოკლეს დროში. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს Skillwill-ის პარტნიორი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთში და დაიწყოს სრულიად ახალი, მაღალანაზღაურებადი კარიერა.