სად გაივლი ტექდათვალიერებას ბათუმში? გრინვეი ახალ მისამართზე გრინვეის ბათუმის ფილიალის ახალი მისამართი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გრინვეის ბათუმის ფილიალი ახალ მისამართზე გადავიდა.
16 ნოემბრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება მომხმარებლებს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის N45-ში შეუძლიათ.
ფილიალი ანგისის უბანში, SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურის უკანა ეზოში მდებარეობს.
როგორ მივაგნოთ ახალ ლოკაციას?
ახალი ლოკაციის მოსაძებნად მძღოლებს რამდენიმე ნაცნობი ორიენტირით შეუძლიათ სარგებლობა - ფილიალი გრანდ მოლისა და ვოქსის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურის უკან.
მოსახერხებელი მარშრუტი ქალაქის შემოგარენიდან
ახალი მისამართი მოსახერხებელია არა მხოლოდ ბათუმის სხვადასხვა უბნიდან, არამედ ქალაქის შემოგარენიდან მომავალი მძღოლებისთვისაც.
ქობულეთიდან, ჩაქვიდან და მახინჯაურიდან აეროპორტის გზატკეცილზე მოხვედრა ახალი შემოვლითი მაგისტრალით, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლის გარეშეა შესაძლებელი.
"ახალი მისამართის შერჩევისას ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ფილიალი მომხმარებლებისთვის მარტივად საპოვნელი ყოფილიყო. მისი მდებარეობა რამდენიმე ცნობილ საორიენტაციო ობიექტთან არის დაკავშირებული, ხოლო ქალაქის შემოგარენიდან მომავალი მძღოლებისთვის ახალი შემოვლითი მაგისტრალი ფილიალამდე მისასვლელ გზას ამარტივებს", - ამბობს გრინვეის კომერციული დირექტორი, თეონა ჭკადუა.
როგორ დავგეგმოთ ტექნიკური დათვალიერების ვიზიტი?
ტექდათვალიერების ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა და სასურველი დროის დაჯავშნა შესაძლებელია გრინვეის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გრინვეის ბათუმის ფილიალის მისამართი: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N45.