სად სწავლობენ ქართველი სტუდენტები - გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება, კარიერული განვითარების შანსები, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება არის ის ძირითადი მიზეზები, რატომაც ქართველი მოსწავლეები საზღვარგარეთ აგრძელებენ სწავლას.

დღეს უკვე ყველანაირი ბიუჯეტის და ინტერესისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტის მოძიება. ამ პროცესში სწორი ინფორმაციის მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ შესაბამისად დაგეგმოთ გზა უნივერსიტეტებისკენ.

განათლების ცენტრი LEAF ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებს, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შანსი პირადად შეხვდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, მოისმინონ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია პროგრამებზე, დაფინანსებებზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და კარიერულ შესაძლებლობებზე. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

სწორედ ასეთი გამოფენა ახლა 29 მარტს გაიმართება თბილისში და ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო: https://leaf.ge/fair-registration-2026/

LEAF-ში შესაძლებლობა გაქვს ინდივიდუალურად იმუშაო აკადემიურ მრჩეველთან, რომელიც დაგეხმარება ევროპის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის თუ აზიის ნებისმიერ უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარო.

სად სწავლობენ ქართველი სტუდენტები?

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ქართველი სტუდენტებიდან 70% ძირითადად ბაკალავრიატიდანვე აბარებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მათ არჩევანში ძირითადად ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტები ლიდერობს.
დაახლოებით 30% მაგისტრატურის სტუდენტები არიან, რომლებიც ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებზე აკეთებენ არჩევანს.

უნივერსიტეტის მოთხოვნები

ყველა უნივერსიტეტს განსხვავებული მოთხოვნები აქვს, ძირითადი ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის დონეს და აქტივობებსა თუ პროექტებში მონაწილეობას.

ამერიკული უნივერსიტეტები:

ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასური შედარებით მაღალია, დაახლოებით 25 000 აშშ დოლარიდან იწყება. სტუდენტებს სჭირდებათ მაღალი აკადემიური მოსწრება და კონკურენტუნარიანი რეზიუმე, რომ შეძლონ მაღალი დაფინანსებების მოპოვება.

ევროპული უნივერსიტეტები:

ევროპაში ყველანაირი ფასის უნივერსიტეტები არსებობს, აღმოსავლეთ ევროპა ძირითადად 3000-8000 ევროს ფარგლებშია წლიური ბიუჯეტი, ცენტრალური ევროპა 8 000 - 30 000 ევროს ფარგლებში. აქაც შესაძლებელია ნაწილობრივი დაფინანსებების მოპოვება.

როგორც, LEAF-ის აკადემიური მრჩევლები აფასებენ, განსაკუთრებით პოპულარული ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი.

დაფინანსების შესაძლებლობები:

დაფინანსება არის ორი ტიპის დამსახურებაზე დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.

დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას. საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება საბანკო და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.

სწავლის დაფინანსებას წყვეტს უნივერსიტეტი იმ წელს შესული განაცხადების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება სასწავლო პროგრამას და ცხოვრების ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის კი ერთიანად მოიაზრება ხარჯები.

სასტიპენდიო პროგრამები:

არსებობს რამდენიმე სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა, რაც მოიცავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯების დაფარვას. ასეთებია: მაგისტრატურისთვის Chevening დიდ ბრიტანეთში და Fullbright ამერიკაში, ასევე Hungaricum-ის სტიპენდია უნგრეთში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

თუ საზღვარგარეთ სწავლით ხარ დაინტერესებული და ინფორმაციების მოძიება გჭირდება, LEAF-ის გამოფენა საუკეთესო ადგილია, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო და სწორედ ამიტომ ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ.

თანაც, გამოფენაზე დასწრება სრულიად უფასოა და შეუძლია ყველას, საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას: https://leaf.ge/fair-registration-2026/

29 მარტი, 12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

საზღვარგარეთ მიღებული განათლება ახალგაზრდებს უფართოებს თვალსაწიერს, წარმოდგენას უქმნის მრავალი სხვადასხვა მიმართულებით და აძლევს ცოდნას სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკების შესახებ, ამიტომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მისთვის საინტერესო სფეროში და განავითაროს ქვეყნის მასშტაბით.

LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia

გამოფენის პლატინის სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore , Alpha Aktiv Heidelberg; ოქროს სპონსორია: IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორია LCC International University

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები: