Sponsored Content

სად ვეძებოთ დამწყები დეველოპერები?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უკვე არსებობს დეველოპერების დეფიციტი - კომპანიებს კი, უჭირთ არსებულ პოზიციებზე კვალიფიციური კადრების მოძიება. სწორედ ასეთ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ დამწყებ დეველოპერებს შესაბამისი ტექნიკური ცოდნით და აუცილებელი სამუშაო უნარებით, Skillwill საკუთარ კურსდამთავრებულებს სთავაზობს.

Skillwill სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და საშუალებას აძლევს მათ მიიღონ საჭირო ტექნიკური ცოდნა, მოამზადონ საკუთარი პორტფოლიო სრულყოფილად და განავითარონ რბილი უნარები, რომელიც დაეხმარება მათ სამუშაო გარემოსთან მარტივად ადაპტირებაში და ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებაში.

შესაბამისად, ბიზნესებს შეუძლიათ დაასაქმონ Skillwill-ის კურსდამთავრებულები საკუთარ კომპანიაში, ინტერნის ან ჯუნიორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ფრონტენდ დეველოპმენტი
  • ბექენდ დეველოპმენტი
  • მობაილ დეველოპმენტი
  • IT პროექტების მენეჯმენტი
  • ციფრული პროდუქტების ტესტინგი
  • UX/UI დიზაინი

წარმატებული სტუდენტები ფლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, დროის სწორი მენეჯმენტი და ორგანიზაციულ კულტურაში არსებობისთვის სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები. ასევე, მარტიდან იგეგმება ინგლისური ენის სწავლება რაც დაეხმარება სტუდენტებს უფრო მარტივად ითანამშრომლონ უცხოურ კომპანიებთან.

კურსის მანძილზე სტუდენტები ასრულებენ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სამუშაოებს, სწავლობენ ორგანიზაციული პროგრამების გამოყენებას, იღებენ ცოდნას გამოცდილი დეველოპერებისგან, ქმნიან ძლიერ კავშირებს და ამზადებენ პორტფოლიოს საერთაშორისო ბაზარზე დასასაქმებლად.

Skillwill-ის შეფასების თანამედროვე სისტემა ხელს უწყობს სტუდენტების განვითარების ზუსტ მონიტორინგს. პერიოდული შეფასებით შესაძლებელი ხდება რეიტინგის ლიდერების გამოკვეთა და დამსაქმებლებისთვის შესაფერისი კანდიდატების შერჩევაც.

Skillwill-ში კომპანიები შეძლებენ იპოვონ ისეთი წარმატებული სტუდენტები, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი კარიერა პროგრამირების მიმართულებით!

ასე რომ, თუ კომპანიაში ეძებთ ისეთ დეველოპერებს, რომლებიც უკვე დაეუფლნენ საჭირო ცოდნას და უნარებს, მაშინ Skillwill დაგეხმარებათ იპოვოთ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული კადრი. ამასთან ერთად, შესაძლებელია Skillwill-თან მემორანდუმის გაფორმებაც, რაც დაგეხმარებათ მოაგვაროთ კადრების პრობლემა გრძელვადიან პერიოდში.