სადაზღვევო კომპანია პრაიმი და Keepz პარტნიორები გახდნენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრაიმისა და Keepz-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის დაზღვევის პრემიის გადახდა გამარტივდა და გაცილებით კომფორტული გახდა.
პრაიმის დაზღვეულებს უკვე შეუძლიათ პრემიის გადახდა Keepz-ის აპლიკაციის საშუალებით – სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად.
პარტნიორობა ასევე მოიცავს ავტომატიზებულ შეტყობინებებს და ტრანზაქციების უსაფრთხოების მონიტორინგს, რაც უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების მაღალი დონის დაცვას. შედეგად, მომხმარებლები იღებენ კომფორტულ, თანამედროვე და დაცულ სერვისს.
სიახლის შესახებ "პრაიმის" საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსი ქურდოვანიძე მოგვიყვება:
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევა იყოს არა მხოლოდ საიმედო, არამედ მაქსიმალურად მარტივი მომხმარებლისთვის. თანამედროვე მომხმარებელი ელოდება სწრაფ და ციფრულ სერვისებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა Keepz-თან და შევქმენით ინოვაციური პროდუქტი.
სადაზღვევო კომპანიიდან მომხმარებელთან მიდის ლინკი. ლინკის დადასტურებით, ღილაკზე თითის მხოლოდ ერთი დაჭერით სადაზღვევო პრემიის გადახდა შესაძლებელია რამდენიმე წამში, პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან ან ელექტრონული საფულიდან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და ზრდის კმაყოფილებას.
ეს სერვისი აერთიანებს უსაფრთხოებას, სიჩქარეს და სიმარტივეს – კომბინაცია, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ფინანსურ სერვისებს.
ალექსის თქმით, ციფრული არხების განვითარება კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა:
"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ოპერაციული პროცესების გამარტივებასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრაციაზე. Keepz-თან თანამშრომლობა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის ზრდის ხელმისაწვდომობას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას".
პარტნიორობის მიზანია ფინანსური და სადაზღვევო სერვისების უფრო თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნა.
პრაიმში აცხადებენ, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური პროდუქტების შექმნას, რათა დაზღვევის სერვისი იყოს სწრაფი, მარტივი და მაქსიმალურად კომფორტული.