Get All Access for $5/mo

საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტი საქართველოდან ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი Big Idea Challenge-ის კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა "შემოქმედებითი ნაპერწკლის" ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

კონკურსი მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი ინდუსტრია. 9 ფინალისტ სტარტაპს შორის, რომელიც საქართველოდან გამოვლინდა 5 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები არიან.

BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპებია: Phubber App, Edison Tech Solutions, Elven Technologies, Beauty Lab, Zero Effect • ზერო ეფექტი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი მოხვდა Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტ სტარტაპს შორის - Bananno.