Get All Access for $5/mo

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EPRC

www.Tradewithgeorgia.com − ახალი ონლაინპლატფორმაა, რომელიც წარმოადგენს კატალოგს და საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს თუ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსონ.

ინოვაციური პლატფორმის პოპულარიზაცია პროექტ "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და სააგენტო"აწარმოე საქართველოში" ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Entrepreneur-ის გუნდი დაინტერესდა პროექტის დეტალებით, რის შესახებაც მის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერს, ირინა გურულს ესაუბრა.

"ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ TRADEWITHGEORGIA-ს და დავეხმაროთ ორგანიზაციებს, ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ ფართო აუდიტორიას გააცნონ. პარარელურად პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ფარგლებში პირველი ეტაპის აქტივობები აქტიურ ფაზაშია და უკვე დასასრულს უახლოვდება აპლიკანტების შერჩევა, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას 60-ზე მეტი კომპანიისთვის, რომლებიც დიზაინის, არქიტექტურის, კონსალტინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით მუშაობენ. მეორე ეტაპზე პროექტი უკვე სხვა ორ მიმართულებას მოიაზრებს. ამ ეტაპზე სწორედ ამ ორი სექტორის გამოვლენაზე მიმდინარეობს მუშაობა." − აცხადებს ირინა.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში", როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციაში. პლატფორმის პოპულარიზაცია იგეგმება მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც იგეგმება ონლაინ პლატფორმის პოპულარიზაცია, არის ევროკავშირი.

საიტზე რეგისტრაცია უფასოა და იგი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიებისთვის. ამისათვის საჭიროა პლატფორმაზე რეგისტრაცია აპლიკაციის შევსების საშუალებით. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია. მოცემულია ვიდეოინსტრუქციებიც, რათა მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს, გაუმარტივდეთ პლატფორმაზე ორიენტირება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

Fuckup Nights Tbilisi is back!

10 ოქტომბერს თბილისის მარცხის ისტორიების 33-ე გამოშვებას Tribe უმასპინძლებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია