Get All Access for $5/mo

Node Chapter-ის ახალი ლიდი და Sweeft-ში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება - აპოლონის Success Story

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აპოლონს სკოლის ასაკში სტარტაპის შექმნა უნდოდა. რესურსების არ ქონის გამო, გადაწყვიტა თვითონვე შეექმნა თავისი კომპანიის ვებ-გვერდი. როცა მიხვდა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება აინტერესებდა არაერთი კურსი გაიარა და სიღრმისეულად შეისწავლა ეს პროფესია. ამავდროულად კი, უმაღლეს სასწავლებელში ცოდნას სოციალური მეცნიერებების მიმართულებით იღებდა. ამჟამად კი, დოქტორანტია.

"თავდაპირველად, Sweeft-ში Data Engineer-ად კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობდი. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. საერთაშორისო შვეიცარიული კომპანიისთვის სრულიად ახალი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით ვქმნიდით ციფრულ პროდუქტს. ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია თანამშრომლობა რაც საბოლოოდ უდიდესი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის." - გვიამბობს აპოლონი.

ახლახანს კი, აპოლონი Sweeft-ის Node Chapter-ის ლიდი გახდა!

"ჩემი პროფესიაც სწორედ იმიტომ მომწონს, რომ ახალ გამოწვევებთან და პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნავს აპოლონი.

მისი მიზანია, დააგროვოს რაც შეიძლება დიდი გამოცდილება და პროდუქტების შექმნის მიმართულებით მეტად განვითარდეს:

"ყველაზე მეტად Sweeft-ში ის მომწონს, რომ უამრავი იდეის რეალობად ქცევის შესაძლებლობა მაქვს. შემიძლია შევქმნა ისეთი პროდუქტები, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურობაში გამოიყენებენ, ვიმუშაო მსოფლიოში წამყვანი ტექ კომპანიების საერთაშორისო პროექტებზე." - ამბობს აპოლონი.

Sweeft-ისთვის თანამშრომლები ყოველთვის ყველაზე მნიშნელოვანი იყო. თითოეული მათგანი Sweeft-ის წინსვლასა და წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს.

Sweeft ქართული, საერთაშორისო ციფრული სააგენტოა, რომელიც კომპანია Making Science-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას როგორც პროგრამული უზუნველყოფის, ასევე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი