Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საერთაშორისო სტაჟირება და ბრიტანული დიპლომი: უნიკალური შეთავაზებები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველო სულ უფრო მტკიცედ ხდება გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ქართული ბიზნესი გასცდა ქვეყნის ფარგლებს და უცხოური კომპანიებიც აქტიურად შემოდიან საქართველოში, რაც ზრდის გლობალურ ბიზნესში საჭირო უნარების მნიშვნელობას.

ამ ტენდენციას პასუხობს ბრიტანული უნივერსიტეტის გლობალური სტაჟირების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება მსოფლიოს მეგაპოლისებში, როგორებიცაა ლონდონი, პარიზი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. ამ პროგრამით უკვე სარგებლობენ ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც იძენენ უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში. მაგალითად, ნინი ყიფშიძემ, 2024 წლის ზაფხულში პარიზში დიზაინერულ კომპანიაში სტაჟირების გავლის შემდეგ, მნიშვნელოვანი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება შეიძინა. ამ სტაჟირებამ მისი პროფესიული პროფილი უნიკალური გახადა და მას უპირატესობას მისცემს შრომის ბაზარზე. მან ასევე მიიღო შეთავაზება კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე სწავლის დასრულების შემდეგ.

2024-2025 აკადემიური წლისთვის უკვე გამოცხადებულია რეგისტრაცია გლობალური სტაჟირებისთვის, რაც სტუდენტებს კიდევ ერთხელ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს იმუშაონ მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.

გარდა ამისა, ბრიტანული უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს დამატებით მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს: ბრიტანულ დიპლომს. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ბუკინგემის უნივერსიტეტთან, რომელთანაც აკადემიური აფილირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ორი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ბუკინგემის უნივერსიტეტის დიპლომი გადაეცემათ. ეს პროგრამებია "ბიზნესი და მენეჯმენტი" და "პოლიტიკის მეცნიერება," ორივე პროგრამა აღიარებულია და ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ, რაც ნიშნავს, რომ ისინი შემუშავდა და ყოველწლიურად მოწმდება ბუკინგემის უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით.

"პოლიტიკის მეცნიერების" პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ღრმა ცოდნა პოლიტიკის ძირითადი პრობლემებისა და თეორიების შესახებ, განუვითაროს კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარები, და აღჭურვოს პრაქტიკული უნარებით, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს და ოთხწლიან პერიოდს, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტს პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის კვალიფიკაცია ენიჭება.

"ბიზნესისა და მენეჯმენტის" პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს ეკონომიკის, ბუღალტერიის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროებში ღრმა თეორიული ცოდნით. პროგრამა ასევე აძლიერებს ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა. სტუდენტები პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებენ მიიღონ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, იმუშაონ ეთიკური პრინციპების დაცვით და დამსაქმებლებს შესთავაზონ ინოვაციური მიდგომები ან შექმნან საკუთარი ბიზნესი. პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს და ოთხწლიან პერიოდს.

ბრიტანული დიპლომი ნიშნავს იმას, რომ ბუკინგემის უნივერსიტეტმა შეაფასა სტუდენტების ნაშრომები და დაადგინა, რომ მათ აკადემიური მოთხოვნები დააკმაყოფილეს. ეს, ქვეყნის გარეთ მიღებულ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად სწორედ ის სტანდარტი და გარანტიაა, რასაც თანამედროვე კომპანიები ეძებენ კვალიფიციურ კადრებში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი