Get All Access for $5/mo

საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და კომპანია Appidea-ს შორის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ Appidea-მ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

Appidea 2014 წელს დაარსდა და უფასო (F2P) მობილური თამაშების დეველოპერია. Appidea პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის და აქვეყნებს მობილურ თამაშებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფელი მოიცავს 16 თამაშსა და 2 აპლიკაციას. კომპანიის პროდუქტების ჩამოტვირთების უმეტესობა აშშ -დან არის, თამაშები ასევე პოპულარულია აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში. კომპანიას აქვს, როგორც საშუალო ხანგრძლივობისა და სირთულის (mid-care), ასევე ყოველდღიური/მარტივი (casual) თამაშების შექმნის ექვსწლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია უმეტესწილად დინამიკურ/საბრძოლო და სათავგადასავლო ჟანრზე. მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია გეგმავს შექმნას ორი უფასო თამაში IOS - სა და Android - ის პლატფორმებისთვის.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან