Get All Access for $5/mo

საქართველო Digital Nomads-ებისთვის ქართული კომპანიები საკუთარ სამუშაო სივრცეებში მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეპატიჟებიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StartupStockPhotos

Work from Georgia პირველი ქართული ვირტუალური პლატფორმაა digital nomads-ისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ და ამავდროულად მუშაობენ. პლატფორმა როგორც უცხოურ, ასევე ქართულ კომპანიებს და სტარტაპებს სამუშაო სივრცის უფასოდ გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმის მთავარი მიზანი, digital nomads-ითვის შექმნილი ქსელის დახმარებით, ქართული ტურიზმის განვითარებაა.

პროექტის იდეა ტურიზმის მხარდაჭერის სურვილიდან გაჩნდა. "აღმოჩნდა, რომ ტურისტების ერთ-ერთი სეგმენტი, ე.წ. Digital Nomads, მოგზაურების სწრაფად მზარდი ჯგუფია. წარმოიშვა კითხვა − რატომ არ უნდა დავპატიჟოთ ეს ადამიანები ჩვენს სააგენტოში? კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ახლა შეგვიძლია, ცუდი ამბავი კი თავისუფალი ადგილების სიმცირეა. ხოლო საუკეთესო ისაა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ერთად დგომით კი ასობით და ათასობით სტუმრის გამასპინძლებას შევძლებთ", − ამბობენ იდეის ავტორები და კამპანიის ერთერთი მონაწილეები BetterFly-ის გუნდში.

ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცე www.workfromgeorgia.com სრულიად უფასო პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი კომპანია − მცირე სტარტაპიდან დაწყებული, დიდი კორპორაციით დამთავრებული, შეძლებს მასპინძლად დარეგისტრირებას. ყველა მოგზაური ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლებს სამუშაო ადგილის დაჯავშნას და აქ დარჩენას. ეს იდეა მჭიდროდ უკავშირდება იმ სურვილს, რომლებიც digital nomads-ს აქვს − მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში მოგზაურობა.

წამოწყება მართლაც განსაკუთრებით მომხიბვლელია მომუშავე მოგზაურთა კატეგორიისთვის, რადგან დაკვირვებით დასტურდება, რომ თანამედროვე მოგზაურები აღარ ეძებენ ტრადიციულ ტურისტულ გამოცდილებას, არამედ ცდილობენ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ავთენტური გამოცდილება.

"ინიციატივა workfromgeorgia-ს იდეა ის გახლავთ, რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიები სწორედ იმას გააკეთებენ, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოსდით: კარს გაუღებენ და თავიანთ ოფისებში მოიპატიჟებენ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მედია, ბლოგერები, ინფლუენსერები ამ წამოწყებას აქტიურად უერთდებიან და ინფორმაციის გავრცელებაშიც იღებენ მონაწილეობას", − აცხადებენ დამფუძნებლები.

დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ეს წამოწყება გაერთიანებული ძალებით საქართველოს სტუმართმოყვარეობას სრულიად ახალ სტადიაზე აიყვანს.

ეს კი ის კომპანიებია, რომლებიც უკვე შეუერთდნენ workfromgeorgia-ს: Leavingstone, Betterfly DDB, Windfor's, Holmes & Watson, Saatchi & Saatchi, Mr. Wolf, Kraken, McCann, Elliot, BRID, JWT Metro, Gepra, ABK, GITA, Pop Media, Advertwise, Living Roots, Noblet Media.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი