📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველო მთვარეზე მისიას შეურთდება - Touch Summit23-ისა და Spacebit-ის კოლაბორაცია და უნიკალური შესაძლებლობა სამიტის დელეგატებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შეგახსენებთ რომ Touch Summit-ი წელს 7-8 დეკემბერს იმართება და აერთიანებს 50-ზე მეტ სპიკერს, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს, სტარტაპ ჩელენჯს, სტარტაპექსპოს, მენტორშიპის სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციას და გართობას.

წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT შემოეურთდა, რომელიც 24 დეკემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე. უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდება, რის საშუალებასაც Touch Summit-ი მოგვცემს, კერძოდ კი ყველა დელეგატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოს. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილია ვებ გვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებ პლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეგატებისთვის არის შესაძლებელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფუძნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit გახლავთ პირველი მთვარის როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.

Spacebit-ის მისია NASA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. wარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელად "ასაგუმო" (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაჰყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. sპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ჩვენს ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე და ამით ქართველი ხალხის შეტყობინება პირველად გაცდება ჩვენი პლანეტის საზღვრებს.

გარდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ლინკით საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში უყურონ ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.

შეგახსენებთ, რომ Touch Summit წელს 7-8 დეკემბერს იმართება და ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ მისი მონაწილე: https://touch.ge/touch23/get-pass

სრულ პროგრამას შეგიძლიათ ღონისძიების ვებ გვერდზე გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda/2023-12-07

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია