Get All Access for $5/mo

საქართველო National Geographic-ის სპეციალურ გამოცემაში მოხვდება National Geographic-ის სპეციალური გამოცემა - Complete National Parks of Europe 2020 წლის იანვრის თვეში დაიბეჭდება.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GNTA

საქართველოში საქმიანი ვიზიტით საერთაშორისო გავლენიანი ჟურნალის სპეციალური გამოცემის Complete National Parks of Europe-ის მთავარი რედაქტორი, ჯასტინ კავანა იმყოფება. ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ირლანდიაში საქართველოს საელჩო უწევს. მასთან ერთად, იმყოფება ცნობილი ფოტოგრაფი ჯეფ მორთიზენიც.

ვიზიტის მიზანი National Geographic-ის სპეციალურ გამოცემაში საქართველოს შესახებ ვრცელი პუბლიკაციის გამოქვეყნებაა, გადაღებულ ვიზუალურ მასალასთან ერთად. National Geographic-ის სპეციალური გამოცემა − Complete National Parks of Europe 2020 წლის იანვრის თვეში დაიბეჭდება. ჯასტინ კავანასა და ჯეფ მორთიზენის ამოცანაა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს, განსაკუთრებით კი სამთო კურორტებსა და მთაში მდებარე ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. ამისათვის, დაგეგმილია თუშეთის ეროვნული პარკის, კახეთისა და ყაზბეგის რეგიონების მონახულება.

როგორც აღმოჩნდა, ჯასტინ კავანას ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დიდი ინტერესი გაუჩნდა ქვეყნის მიმართ. სწორედ ამან გადააწყვეტინა საქართველოში სტუმრობა და ქვეყნის შესახებ ვრცელი მასალის მომზადება სპეციალური გამოშვებისთვის. თავის მხრივ, მსგავს გავლენიან ჟურნალში მოხვედრა, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტურისტული განვითარებისთვის.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში Entrepreneur-თან საუბრისას განაცხადეს: "ჩვენ მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ National Geographic-ის ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ამზადებენ სტატიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული ცნობადობის ასამაღლებლად და მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი".

ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს უკვე შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სადაც სტუმრებს ქვეყნის ტურისტული განვითარების სტრატეგიული ხედვები გააცნეს.


სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი