Get All Access for $5/mo

საქართველოს 4 რეგიონულ ცენტრში "სტარტაპ კვირეული" ჩატარდება კვირეული სტარტს 16 აპრილს ახალციხიდან აიღებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კვირეული USAID ზრდა პროექტი საქართველოში და სტარტაპ გრაინდ თბილისის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი სამიზნე რეგიონებში (ახალციხე, მარნეული, გორი, ზუგდიდი) დამწყები მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

კვირეულის ფარგლებში დამწყები მეწარმეები და სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური მენტორებისგან.

კვირეულზე სხვა მნიშვნელოვალ თემებთან ერთად განიხილება თუ რა დაფინანსების წყაროები არსებობს დამწყები მეწარმეებისთვის და სტარტაპებისთვის საქართველოში, როგორია სტარტაპული ცხოვრება და რა არის საჭირო წარმატებისთვის, როგორ აღმოვაჩინო საინტერესო იდეა და განვავითარო პროდუქტი, როგორ მოვიპოვო დაფინანსება ჩემი იდეისთვის, რა დახმარებას სთავაზობენ სტარტაპებს ტექნოპარკი, ფაბლაბები და აქსელერატორები, ვინ არიან სტარტაპ მეგობრული კომპანიები და რა შეთავაზებები აქვთ მათ.

კვირეული სტარტს აიღებს ახალციხიდან, სადაც აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 16,17 და 18 აპრილს. მარნეულში ჩატარდება 6,7,8 მაისს, გორში 28,29,30 მაისს, ხოლო ზუგდიდში 18,19,20 ივნისს.

თითოეულ რეგიონში ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზებით.

ღონისძიებას მხარდამჭერია ჟურნალი ანტერპრენერი, ქრაუდფანდინგ პლათფორმა – investme.ge, ბიზნესაქსელერატორი სპარკი და ილიაუნის ფაბლაბი

დამატებითი დეტალების გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.metsfest.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი