Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს. ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა:

• ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება
• საბუღალტრო მომსახურება
• საგადასახადო კონსულტაციები
• მარკეტინგული კამპანიები
• იურიდიული მომსახურება
• შრომის უსაფრთხოება
• ბიზნეს ტრენინგები
• IT მომსახურება
• კვლევა
• თიმბილდინგი

"საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების წინსვლასა და სამომავლო განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები",- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.

დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5eeb6ce564991e3c92dfffde

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე