Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთოდ უკვე მეორედ დაასახელა.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ.

"საუკეთესო ბანკად დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მომსახურებისთვის, არის დიდი პატივი ჩვენთვის. მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია. ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები, როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან. ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, რათა მათთვის სწორედ იმ სერვისებისა და პროდუქტების მაღალი ხარისხით შეთავაზება შევძლოთ, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და მისცემს მეტს დროს, განავითარონ ბიზნესი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საუკეთესო ციფრულ ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია. საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.