Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებით სრული კომფორტისკენ სრული საბანკო მომსახურება ონლაინ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

"საქართველოს ბანკი" 1994 წლიდან ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებს და სერვისებს, რომლითაც დღეისათვის 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო სახელით, "საქართველოს ბანკი" დღეს 8 ათასამდე თანამშრომელს აერთიანებს. უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში, კომპანია ლიდერი ბანკის სტატუსს ფლობს − როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ისე მოსახლეობის აღქმაში.

ბანკის მისიაა ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს. ამისათვის იგი უამრავ შეთავაზებასთან ერთად ერთგულ მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტებით ანებივრებს. ერთ-ერთი მათგანია მობაილ და ინტერნეტბანკის ონლაინაქტივაცია. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაროს. ეს მას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით.

გარდა ამისა, დამატებულია ფუნქცია, რომლის საშუალებით მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ გააჩნდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული. მას მარტივად განაახლებს, იგივე ფუნქცია მოქმედებს მომხმარებლის მეილზეც.

ონლაინაქტივაციისთვის, მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს,

როგორ სურს აქტივაცია − პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. "სელფის" დახმარებით იდენტიფიკაცია, რომელიც სახის ამოცნობის საერთაშორისო/ ევროპული სტანდარტის მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება. აღნიშნული სიახლე ესპანურ ვენდორ EID-ისთან თანამშრომლობით დაინერგა. ამ სისტემას იყენებენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან: Santander, Caixa Bank, ING, Orange Bank და ა.შ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, აღსანიშნავია, რომ ონლაინაქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.

"საქართველოს ბანკს" არც ქართველი ემიგრანტები დავიწყებია − სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან მობაილ და ინტერნეტბანკით ონლაინაქტივაციის შესაძლებლობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

"საქართველოს ბანკი" მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციის დანერგვას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მათთვის წარდგენას. ბანკი ცდილობს მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკი მომხმარებელს მობაილ და ინტერნეტბანკის ანგარიშის აქტივაციას პირადობის ან პასპორტის და სისტემაშივე სელფის გადაღებით, ფილიალში მისვლის გარეშე სთავაზობს. ეს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ მოახდინოს მობაილ და ინტერნეტბანკის ონლაინაქტივაცია, არამედ შეცვალოს საკონტაქტო ინფორმაცია სადაც უნდა იყოს − საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ", − აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

მობაილბანკის დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და მუდმივად განახლებადი აპლიკაცია შექმნილია იმისათვის, რათა მაქსიმალურად გაიმარტივო ყოველდღიურობა! იგი დაგეხმარება, ისარგებლო სრული საბანკო მომსახურებით შენს მობილურში. მობაილბანკის სრული საბანკო მომსახურების მისაღებად, შეგიძლიათ გაიაროთ ანგარიშის ონლაინაქტივაცია მობაილბანკითვე. თუ არ გაქვთ ბარათი, შეუკვეთოთ იგი და მიიღოთ წვდომა უამრავ ფუნქციონალზე − დაწყებული კომუნალურების გადახდით, დასრულებული საპენსიო დანაზოგის შემოწმებით.

სრული საბანკო მომსახურებების მისაღებად უნდა გქონდეთ ბარათი (ფიზიკური ან ციფრული). ციფრული ბარათის მიღებას მობაილ და ინტერნეტბანკით შეძლებთ და ისარგებლებთ სხვადასხვა სერვისით: ჯარიმებისა თუ სწავლის საფასურის გადახდით, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღებით, ანაბრის გახსნით, მობილურის ბალანსის შევსებით, თანხის კონვერტირებით, ბარათის დაზღვევით და ა.შ.

მაქსიმალურ კომფორტს ქმნის ფაქტი, რომ ციფრული ბარათის მისაღებად არაა საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავთ და მომენტალურად შეძლებთ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით − მობაილბანკითაც არის შესაძლებელი.

"ამჯერად "საქართველოს ბანკმა" მომხმარებლებს ციფრული ბარათი შესთავაზა, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, გადახდები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. "საქართველოს ბანკი" 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს", − აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ინოვაციური ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან, გაანაღდოს თანხა "საქართველოს ბანკის" ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტმაღაზიებში ონლაინშოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით, მომხმარებელი PLUS-ქულებსაც აგროვებს. ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც VISA, ასევე MasterCard-ი.

"საქართველოს ბანკი" ყველასთვისაა და ემსახურება მთელი საქართველოს მოსახლეობას; განსაკუთრებით ღირებული მათთვის სოციალური საჭიროებები და ადამიანური წარმატებაა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ შემოკრებილი ხალხის მიერ იქმნება ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროა Covid-19-ის პანდემიის მიერ შეცვლილ სამყაროში, როცა საზოგადოებამ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული წესი. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული ბარათი მომავლის ბარათია − ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით, თუმცა მეტად უსაფრთხო და პროგრესული.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში