Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია ახალი პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, "ჯორჯიან ნექტარი" საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა 125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს, საწარმო კი წვენების რეალიზაციას ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპისა და არაბეთის არაერთ ქვეყანაში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებელს ქართული ხილით დამზადებულ, ბიო-ორგანული ხაზის პროდუქციას სთავაზობს. წვენები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საწარმოსთვის მინიჭებული არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ შორის ISO 22000 და ORGIFOAMPCSC211902-A.

კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და თანამშრომელთა რიცხვის შესაბამისი ზრდაა.

"2017 წლიდან საქართველოს ბანკი ნატურალური წვენების საწარმოს პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ბიზნესი, მისი პროდუქცია კი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდამ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ