Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნესბარათებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ინოვაციური პროდუქტების თუ სერვისების დანერგვას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ციფრული ბიზნესბარათი შესთავაზა, რომელიც მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის მიზნით შეიქმნა. მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება, ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკში, მომენტალურად და მარტივადაა შესაძლებელი.

უფრო კონკრეტულად კი, ციფრული ბიზნესბარათით სარგებლობა მომხმარებელს ბანკომატებსა და სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალების მეშვეობით შეუძლია. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ონლაინ ანგარიშსწორებაც.

ციფრული ბიზნესბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია.

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ციფრული ვერსია არა მხოლოდ ბიზნესბარათისთვის, არამედ ქეშ ქარდისა და 4B ბარათებისთვისაც შესთავაზა. აღნიშნული ბარათების შეკვეთა კი 6 თვის მანძილზე ბარათის ვადის ამოწურვამდე, როგორც ინტერნეტბანკში, ისე სერვისცენტრებში, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

"ციფრული ბიზნესბარათი მომხმარებლის მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის დაინერგა. ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას", - განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე. "ციფრული ბიზნესბარათის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას და ტენდერებში მონაწილეობის მიღებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად კი სულ რამდენიმე წამია საჭირო. ამასთან, პირველი 6 თვის მანძილზე ეს სრულიად უფასოდაა შესაძლებელი".

ის მთავარი სამი უპირატესობა კი, რომელიც ბიზნესბარათს გააჩნია და რომლითაც უკვე თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ, შემდეგია:

· მომენტალური გააქტიურება ბიზნეს ინტერნეტბანკიდად, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე;

· პლასტიკური ბიზნესბარათების ანალოგიური პირობები და უპირატესობები;

· სრულიად უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2P7zqsz

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

თქვენი დამატებითი სამუშაო ზუსტად ახლა იწყება

დახმარება ხომ არ გჭირდებათ ახალი დამატებითი სამუშაოს დაწყებაში?

ქალი ანტრეპრენერი

"გურმე" - ნინო მამულაშვილი

"ქალებმა არასოდეს უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებასა და მიზანზე."