Get All Access for $5/mo

''საქართველოს ბანკი'' კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტ ''ტენეს'' მხარდამჭერია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"საქართველოს ბანკი" სოციალური მისიის მქონე პროექტებს უჭერს მხარს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი სწორედ პირველი ქართული ეკომეგობრული, ე.წ. "მწვანე" USB-კაბელი "ტენეა". მის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 50 000 ლარს შეადგენს.

"ტენე" კომპანია "ჯინვენტორის" მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი "მწვანე" USB-კაბელია. ის მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული. ამ მიზნის მისაღწევად, "ჯინვენტორი" სხვადასხვა საინტერესო საქველმოქმედო აქციას აწყობს და თითოეულ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, "ტენეს" ეკომეგობრული USB-კაბელი საჩუქრად მიიღოს.

"ტენე" უკვე იმდენად ცნობილი პროექტია, რომ ექსპორტზე ნიგერიაში გასვლა და მათ შესახებ მსოფლიო მედიასაშუალებების ალაპარაკებაც მოახერხა. იგი თავდაპირველად ცნობილი გახდა პლასტმასის ბოთლებისა და თავსახურების ჩაბარებით, რომლის სანაცვლოდ, მოხალისე საჩუქრად ტენეს ეკო USB-კაბელს იღებდა. მართალია, სულ ახლახან ეს აქცია დასრულდა, მაგრამ "ტენე" კვლავ აგრძელებს აქტიურად სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას − იქნება ეს ბოლნისის ერთ-ერთი სოფლის ბოთლებისგან დასუფთავება თუ საქართველოში პირველი ველო-ბრევეტის მონაწილეების დაჯილდოება. "ტენემ" რუსეთის აგრესიის შედეგად აგვისტოს ომში დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად, წარმოება თბილისიდან დევნილთა კომპაქტურად დასახლების პუნქტში გადაიტანა და პერსონალიც ადგილობრივი მოსახლეობით დააკომპლექტა.

როგორ დაიწყო ბიზნესი, "ტენეს" დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი ცნობიერების ასამაღლებლად და მწარმოებლების გამოცდილების გასაზიარებლად, ჩინეთში წავიდა და იქ მიღებული ცოდნის წარმოებაში დანერგვა გადაწყვიტა. სწორედ მისი შემოტანილი თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნა უნიკალური წარმოება, რომლის ანალოგი არ მოიძებნება.

"ბოთლების ჩაბარების აქციას იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა, რომ 3 თვეში ტონაზე მეტი პლასტმასის ბოთლები და 300 კილოგრამამდე თავსახური შევაგროვეთ, აქციაში კი 1500-ზე მეტი გარემოს დამცველი ჩაერთო. ყველაზე მეტად სასიხარულო ის ფაქტია, რომ ბევრი თავსახური მიწიანი მოიტანეს მოხალისეებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სკვერებიდან, ბაღებიდან და ეზოებიდან ამოთხარეს. ანუ ამით ჩვენ მართლაც მოვახერხეთ გარემოზე უკვე ხელშესახები დადებითი ზემოქმედების მოხდენა და მომავალშიც გავაგრძელებთ მის დაცვას", − ამბობს სანდრო Entrepreneur-თან საუბრისას.

სოციალური მისიის მქონე მდგრადი პროექტების მხარდაჭერა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა ბევრ მსგავს, მწვანე ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური მეწარმეობის განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს თუ ბიზნესის მხარდაჭერას", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" სოციალური საწარმოების პროექტებს 2017 წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 18 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 800 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. ვრცლად ბანკის სხვა CSR-პროექტების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.

ტექნოლოგიური ტრენდები

Onyx Wings Studio - კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანია

"დროულად ვიქნებით იქ, სადაც მომხმარებლის მოთხოვნას დავინახავთ"

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ