საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას - Made in Georgia-ს იწყებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახალ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. "Made in Georgia" ქართული კომპანიების მხარდაჭერასა და მეტი შესაძლებლობის გაზიარებას ისახავს მიზნად.
კამპანიაში ჩართული ბიზნესები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ "Made in Georgia"-ს ფარგლებში შეიქმნა მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები. კომპანიები შეძლებენ, აღნიშნულ ბმულზე გადმოწერონ და აირჩიონ სასურველი სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში: https://bit.ly/3wvubo3. "Made in Georgia"-ს ყველა შეთავაზების ნახვაც აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მუდმივად ვქმნით პროდუქტებს თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. ახალი კამპანიით - "Made in Georgia", მიზნად ვისახავთ გავზარდოთ ცნობადობა ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის მიმართ; წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს და დავაჯეროთ, რომ საქართველოში დამზადებული კომპანიებისა და პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ" , - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/d34e9yfA2S/
ინფორმაციისთვის, კამპანიაში ჩასართავად, საჭიროა გქონდეთ საქართველოს ბანკის ბიზნესანგარიში და პროდუქტს ან სერვისს აწარმოებდეთ საქართველოში. ასევე, გამოიყენოთ "Made in Georgia"-ს ფარგლებში შექმნილი სპეციალური სტიკერები თქვენი ბიზნესის სოციალურ ქსელებში.