საქართველოს ბანკი მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვან მეთოდს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ლოიალური კავშირის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, საქართველოს ბანკმა გადახდის ისეთი მრავალფეროვანი მეთოდები შექმნა, რომლებიც სრულად ერგება მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებს სხვადასხვა სახის პროდუქტისა თუ მომსახურების როგორც მისაღებად, ასევე გასაწევად.

გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებელს შესთავაზონ:

  • ონლაინ გადახდები; (იქნება ეს ბარათით, ინტერნეტბანკით, Apple Pay-თ, Google pay-თ გადახდა. ასევე, Plus ან MR ქულებით გადახდა როგორც ონლაინ, ისე საქართველოს ბანკის ტერმინალის საშუალებით)
  • პროდუქტის ან სერვისის შეძენა როგორც ფიზიკურად- განვადებით, ასევე ნაწილ-ნაწილ მობილბანკიდან;

ონლაინ განვადებას მომხმარებელი ვებგვერდზე ღილაკის დამატებით, ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებს, ხოლო ფიზიკურ სივრცეში განვადება - მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მაღაზიაში სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდით შეიძინოს. რაც შეეხება ნაწილ-ნაწილ გადახდას, მისი მეშვეობით მომხმარებელი ნებისმიერი ნივთის თუ მომსახურების შეძენას კიდევ უფრო მარტივად და მოქნილად, მობილბანკიდან შეძლებს. ნივთის ან სერვისის ღირებულებას კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარავს, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკი სთავაზობს ბიზნესს ერთადერთ ტერმინალს საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა, თანაც ისე, რომ მომსახურების გამწევს ან პროდუქტის გამყიდველს თანხა მომენტალურად ერიცხება ანგარიშზე.

ბიზნესის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ბანკის გადახდის არხებისა და გაყიდვების გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა შექმნა bogpay.ge - გადახდების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს სასურველი სერვისების მიღება ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ, 24/7-ზე შეუძლია. (ბიზნესის მეტი კომფორტისთვის ასევე ხელმისაწვდომია როგორც Bog Pay-ს აპარატები, ასევე ინტერნეტ და მობილბანკის საშუალებით გადახდები)

"საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აცნობიერებს თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის მომენტალური გადახდების, სწრაფი ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ხელს უწყობს მომხმარებლის კმაყოფილების, მეორეს მხრივ კი ბიზნესის ზრდას და მისი პოტენციალის სრულად ათვისებას", - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებზე მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3h5qeTz

Related Topics

ინსპირაცია

"თრეველოპედია" - როგორ იქცა ჰობი ბიზნესად?!

"მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი