საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში BARTA 2022-ის გამარჯვებულია

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


საქართველოს ბანკმა მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მოიპოვა. გამარჯვებული მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა გამოავლინა.

BARTA-ს კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი კომპანიებში წლიური ანგარიშის ხარისხისა და გამჭვირვალობის ამაღლებაა.

BARTA 2022-ზე 16 ნომინანტი კომპანია მონაწილეობდა, თითოეულ კატეგორიაში ერთი გამარჯვებული დასახელდა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია და სხვა.

"მოხარული ვართ, რომ BARTA 2022-ის ჯილდო მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გვერგო, რადგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშების წარდგენა ევროკავშირში ყველა მსხვილი კომპანიისთვის სავალდებულო გახდება. ეს კი ზრდის აღნიშნული ჯილდოს მნიშვნელობასა და საჭიროებას, როგორც მსხვილი საფინანსო, ასევე მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. რაც მთავარია BARTA ახერხებს საფინანსო და არასფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად წლიდან წლამდე განვითარებას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა 2021 წელს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) მხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობას და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას. ასევე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში.