Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის API სერვისები API ანუ Application Programming Interface

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რა არის API-სერვისები და როგორ ეხმარება ის ბიზნესს?

თუ თქვენ კომპანიის დირექტორი ბრძანდებით და სამუშაო პროცესისთვის მეტი მოქნილობის მინიჭებას გადაწყვეტთ, მარტივი ონლაინსვლით ეს უკვე შესაძლებელია. საქართველოს ბიზნეს ინტერნეტბანკში, სერვისების ჩამონათვალის ბლოკს თუ ესტუმრებით, API-ინტეგრაციის ფუნქციონალი შეგხვდებათ და სწორედ მას უნდა მიჰყვეთ.

და მაინც, რა არის API?

ბიზნეს ინტერნეტბანკის API-სერვისები მომხმარებელს აძლევს შესაძლებობას, ფინანსური ოპერაციები ერთ სივრცეში, მხოლოდ მათ სამუშაო ფინანსურ/საბუღალტრო/საწარმო ან სხვა B2B-პროგრამებში განახორციელოს, რაც თავიდან აარიდებთ ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლას. შესაბამისად, დაზოგავენ დროს და გაუმარტივდებათ სამუშაო პროცესი.

API-ის დახმარებით, ბიზნესი შეძლებს სამუშაო პლატფორმაში:

  • ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
  • ინდივიდუალური დოკუმენტების კონვერტაციას
  • შექმნილი დოკუმენტების სტატუსების შემოწმებას
  • ანგარიშებზე ხელმისაწვდომი და მიმდინარე ნაშთების ხილვას
  • ამონაწერის საშუალებით პირველი 1 000 ჩანაწერის ნახვას
  • მიმდინარე დღის აქტივობის შემოწმებას
  • კომერციული/ეროვნული სავალუტო კურსებისა და მათი ისტორიების გაცნობას

API, ანუ Application Programming Interface − ცნება, რომლის გაჩენაც ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისს ემთხვევა, დღეს ფინანსური ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებსა და მზარდ ციფრულ ტენდენციებს პასუხობს. აპლიკაციების პროგრამული ინტერფეისის გამოყენებით, იგი ფინანსურ თუ სხვადასხვა სახის ორგანიზაციას შესაძლებლობების ფართო ჰორიზონტს უხსნის. API რამდენიმე, სხვადასხვა ტიპის აპლიკაციას ერთმანეთთან აკავშირებს და ინფორმაციის ინტენსიურად მიმოცვლით, ჰარმონიულად მუშაობის შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის API-სერვისებით სარგებლობა და მისი ინტეგრირება შესაძლებელია საქართველოში არსებულ იმ პროგრამასთან, რომელიც ბიზნესს ესაჭიროება, მათ შორისაა: FINA, ორისი, ბალანსი, აპექსი, SAP Business One, იბერ-ინფო, ინფო ბუღალტერი, 1C, Dariex-ი და სხვა.

API-სერვისების მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ფინანსურ/საბუღალტრო თუ სხვა პროგრამასთან, დაუბრკოლებლად მოახდინოს და არაერთი საჭირო, ზემოთ აღნიშნული საბანკო ოპერაცია სწორედ ამ პროგრამიდან განახორციელოს. ერთ სივრცეში მოქცეული კომპანიის ფინანსური მონაცემები კი ბიზნესს გამორჩეულ მოქნილობასა და სისხარტეს შესძენს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან