Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის API სერვისები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

პროდუქტის გაციფრულება და ონლაინ სივრცეში გადატანა გარდაუვალი პროცესია. ხშირად, კომპანიებს შესაფერისი სერვისის ძებნაში ძალიან დიდი რესურსები ეხარჯებათ, რაც პროცესს აჭიანურებს. არადა API სერვისების გარეშე ონლაინ ვაჭრობა, გადახდების, განვადების და კიდევ მეტი საჭირო სერვისი მიღება ფიზიკურად, წარმოუდგენელია.

სწორედ ამიტომ "საქართველოს ბანკის" ახალი პლატფორმა, Api.bog.ge შეიქმნა. ის თავის თავში ყველა სერვისს მოიცავს, რომელიც ციფრულ ბიზნესს ფუნქციონირებისთვის სჭირდება: ონლაინ გადახდები, განვადება, ბიზნეს ინტერნეტ ბანკი, Open Banking და ა.შ.

როგორც "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გვიყვება, ვებ-გვერდის მიზანია ტექ.კომპანიებისთვის გავზარდოთ და გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომა და მათი ინტეგრაცია სხვადასხვა პლატფორმაზე.

"აქამდე ყველა სერვისი (გადახდა, განვადება,ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები, ღია ბანკინგი) მიმოფანტული იყო, Api.bog.ge-ზე კი ყველაფერს თავი მოვუყარეთ. აქ ნახავთ როგორც პროდუქტის აღწერას, ისე მის ინტეგრაციის გზებს და ასევე დეველოპერებისთვის საჭირო ინფორმაციას. ზოგიერთ სერვისს წინასწარი რეგისტრაცია სჭირდება (გადახდები, განვადება), ზოგის ინტეგრაცია კი მყისიერადაა შესაძლებელი (ინტერნეტ ბანკი), ამ ყველაფრის განსახორციელებლად მხოლოდ ერთ ვებ-გვერდზე შესვლა იქნება საჭირო" - გვიყვება გიორგი.

სამომავლოდ გადახდებზე და განვადებებზე ავტომატური რეგისტრაციის შესაძლებლობა გაჩნდება ისე, რომ ბიზნესს ადამიანთან კომუნიკაცია აღარ დასჭირდება. გარდა ამისა, დაემატება ფუნქციების საოპერაციო ნაწილიც, ე.წ დეშბორდი, რათა ბიზნესს სერვისის მართვა გაუმარტივდეს.

"ბიზნესი ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავს გადახდების შესახებ ყველა ინფორმაციას, მათ შორის ტრანზაქციებს, ანალიტიკას, შეეძლება მისი ჩართვა/გამორთვა და ა.შ. რაც შეეხება API-ს მნიშვნელობას, თუ ციფრულ ბიზნესს რაიმე საბანკო სერვისის ინტეგრაცია სჭირდება, ეს ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდია. ტექ.კომპანიებისთვის კი API-ს დახმარებით პროდუქტი უფრო საინტერესო და მრავალფუნქციური გახდება. ელ.კომერციის პლატფორმა პრაქტიკულად, წარმოუდგენელია გადახდებისა და განვადებების გარეშე."- ამბობს გიორგი.

დღეს მომხმარებლისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა, სწორედ ამიტომ ციფრულ კომპანიებს სურთ მომხმარებელს შეუქმნან რაც შეიძლება მარტივი და მრავალფუნქციოური პროგრამები ბიზნეს პროცესების სამართავად. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ბიზნეს პროგრამიდან გაუსვლელად გამოიყენოს ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალი, გადარიცხოს ან გადაიხადოს თანხა მარტივად, შეიძინოს პროდუქტი და ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად.

პლატფორმაზე განთავსებული API სერვისების კიდევ ერთი მაგალითია "ღია ბანკინგის" რეგულაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები, რომელიც ფინტექ კომპანიებს მომხმარებლის მონაცემებზე აძლევს წვდომას. აღნიშნული API სერვისების სატესტო გარემოზე წვდომისათვის ფინტექ კომპანიებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ api.bog.ge-ზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.

დღემდე მსგავსი სერვისები 1000-ზე მეტ ორგანიზაციას წარმატებულად აქვს ინტეგრირებული საკუთარ პლატფორმებზე, თუმცა ახალი შეთავაზება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება საინტერესო, რომელთა უმეტესი ნაწილიც სწორედ უახლოეს წარსულში, პანდემიის პერიოდში გაციფრულდა.

ახალი პლატფორმა, Api.bog.ge მხოლდო MVP (Minimum viable product) ვერსიაა და მთავარი სიახლეები ბიზნესებს წინ ელოდებათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

"Leading Innovator in Banking Functionality Award 2024" ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის