Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თსუ-ში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა.

"საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ბანკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე სოციალური სივრცე შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბანკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა თსუ- საჩუქრად Zoom Education-ის ლიცენზიები გადასცა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ონლაინ ლექციების და აქტივობების განხორციელების საშუალებას იძლევა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან