საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შპს „თოლეს" პარტნიორობით თხილის წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს საერთო ჯამში ქარხნის წარმადობას დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში ",- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

საქკაბელსა და Skillwill-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ