Cyber Monday Sale! 50% Off All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ჩართულობით ახმეტაში, კერძოდ ზემო ალვანში, მინი, მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს და თუკი მანამდე წლის განმავლობაში 20 დან 25 ტონამდე მატყლი მუშავდებოდა, ახლა უკვე საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საწარმო ხელს უწყობს მეცხვარეობის განვითარებასაც, რადგან პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს ადგილობრივ მატყლს, თუშ მეცხვარეებს კი აღარ უწევთ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიება.

საწარმოს ძირითადი მომხმარებლები არიან: სპეციალიზირებული მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 160 000 ლარია. ბანკის მხრიდან პროექტის დაფინანსებისთვის 52 000 ლარი გამოიყო. საწარმოს დღესდღეობით 10 ადამიანი ყავს დასაქმებული.

"საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ახმეტაში მინი მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც აქტიურად იწარმოება ძაფი და თექა. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას." - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

თქვენი მომხმარებლები ლაპარაკობენ, უსმენთ თუ არა მათ?

ქლოი კარდაშიანი და ემა გრიდი მომხმარებლის მოზიდვის ხელოვნებას დაეუფლნენ და მათმა წლიურმა გაყიდვებმა $200 მილიონს მიაღწია