Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აგრომიმართულების კიდევ ერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ამჯერად ბანკმა 336 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 12 ჰა ტერიტორიაზე მოცვის პლანტაციების გაშენებას მოხმარდა. ბანკის მიერ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა მიწის დამუშავებას, ნერგების შეძენასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა.

კოოპერატივმა "ოქროს ბეღელი" პლანტაციები მიმდინარე წლის ივნისში გააშენა და უკვე მოჰყავს 28 ტონამდე მოცვი. წარმოებულ პროდუქციას კოოპერატივი ყიდის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროექტში დღესდღეობით 15 ადამიანია დასაქმებული.

"ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას ", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი