საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მარტივი საბანკო ოპერაციების განხორციელების შედეგად მოიგონ ფულადი პრიზები. დღეში 1 000, ხოლო აქციის ბოლოს კი სუპერპრიზი- 50 000 ლარის ოდენობით.

აქციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ბანკში დასაქმებული პირებისა). ამისათვის მხოლოდ საჭიროა მობილბანკში განახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია, მაგალითად როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, მობილურის ბალანსის შევსება, გზავნილის მიღება, თანხის კონვერტაცია, კომუნალურების და სხვა გადასახადების დაფარვა. ამასთანავე, გამარჯვების შესაძლებლობა აქვს მასაც, ვინც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით გათამაშებაში ვერ ჩაერთვება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი, მისი ჩამოტვირთვა App Store-იდან ან Google Play Store-იდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი: https://mbank.bog.ge/Mf8r

"საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას სხვადასხვა შეთავაზებებით თუ სერვისებით განაგრძობს. ამჯერად, სპეციალურად მობილბანკის და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის შევქმენით ახალი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მარტივი და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით ფულადი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. აქცია დღეს დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობა კი მობილბანკის ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე