Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა - ციფრული კომპონენტების ბიბლიოთეკა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გასული წლის მიწურულს, "საქართველოს ბანკმა" ახალი დიზაინსისტემა წარმოგვიდგინა, რომელიც პროცესების გამარტივების, პროდუქტიულობის ზრდისა და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა.

დიზაინსისტემა ბრენდის სპეციფიკასა და კონცეფციაზე მორგებული კომპონენტებისგან შედგება და მომხმარებელთა სისტემური კვლევის ანალიზს ეყრდნობა. ის საკუთარ თავში როგორც დიზაინისა და კოდის დონეზე წინასწარ შემუშავებულ ელემენტებს, ასევე UX-ის, ბრენდისა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში მათი გამოყენებისთვის აუცილებელ წესებსა და სახელმძღვანელოებს აერთიანებს.

დიზაინსისტემა ორმხრივად სასარგებლო და საჭირო მექანიზმია, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც მისი მეშვეობით თვისებრივად ახალ, ციფრულ სამომხმარებლო გამოცდილებას ეზიარებიან.

ციფრული პროდუქტების რეგულარული დეველოპმენტი თანამედროვე კომპანიების სამუშაო პროცესების მუდმივი თანმდევი პროცესია, ხოლო "საქართველოს ბანკი" ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც პროცესებს უწყვეტად ავითარებს. მზარდია ციფრული პროდუქტების მომხმარებელთა რიცხვიც. ამ ყველაფრის ფონზე კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ბრენდის თითოეული პროდუქტი საერთო მახასიათებლებსა და გამოცდილებას იმეორებდეს, რათა მომხმარებელთა ცნობიერებასა და აღქმებში ის მკაფიოდ აღიბეჭდოს. ძირითადი ფორმებისა და მახასიათებლების განმეორებით კი, ასოციაციურად და ინტუიციურად ეს ყველაფერი კომპანიასთან უნდა აფილირდებოდეს.

სწორედ ამ მახასიათებლებს აერთიანებს და მას მოწესრიგებულ, მკაფიო სტრუქტურულ სახეს სძენს დიზაინსისტემა, რომელიც თავის მხრივ ახალ, საინტერესო კოლაბორაციებს ასტიმულირებს კომპანიაში. მისი მეშვეობით გუნდები საერთო კონცეფციის, სტილისა და პრინციპების შესაბამის პროდუქტებს შემუშავებული წესების თანხლებით ქმნიან.

"საქართველოს ბანკის" დიზაინსისტემა ორგანიზაციის ციფრული კომპონენტების ერთგვარი ბიბლიოთეკაა, რომელიც ამავე დროს მომავალზე ორიენტირებული მუდმივი გაუმჯობესების მოქნილი შესაძლებლობაა. აქ თითოეული კომპონენტი უმცირესი ზომის ელემენტებადაა დაშლილი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ მთელი ინტერფეისი საბაზისო ნაწილებად დეტალიზდეს და გუნდის წევრების მაქსიმალური ჩართულობით ხელახლა აეწყოს. ამის შედეგად კი მიიღება გატესტილი, კარგად გააზრებული, აღქმადი და მომხმარებლის სწორ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი.

"საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დიზაინსისტემის დანერგვის მიზანს ტექნოლოგიებით, დიზაინითა და ზოგადად, ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანების ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ამით ჩვენ, მათ შესაძლებლობას მივცემთ, "საქართველო ბანკის", როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის, მაგალითზე, დიზაინის პროცესებისა და ზოგადად, ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარებაში რეალური გამოცდილება მიიღონ", − ამბობს ვახტანგ ბობოხიძე, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

დიზაინსისტემის ინტეგრაცია არსებულ პლატფორმებზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ახალი პროდუქტებიც სწორედ მისი გამოყენებით ფორმირდება.

სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებისა და გაზიარების კუთხით კი, სამომავლოდ არაერთი აქტივობა იგეგმება, რაც "საქართველოს ბანკს", ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად, დიზაინპროცესებისა და ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების ნაყოფიერ სივრცედ აქცევს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან