Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online - ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ დღეს იწყება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხუთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა- ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ. DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online დღეს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. ფესტივალი უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

წლევანდელი DataFest Online - All About AI -ზეც, ტრადიციისამებრ, ისეთი მაღლი დონის სპიკერები თუ ტრენერები იქნებიან წარმოდგენილები, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი; AICenter Sweden - ის დირექტორი, ჰანი ვაჰაბი; IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი; AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი, რეზა მოუსავი.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა უკვე გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ის მონაწილეებს.

"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მსავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, რადგან ასეთი ფესტივალები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველი პირისგან, მაღალი დონის სპიკერებისგან მიიღო ინფორმაცია სფეროს სიახლეებზე, დაამყარო ახალი კავშირები და მოიძიო პარტნიორები",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: www.datafest.ge.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ