საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს, დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა.

კერძო პირების, ბუკინისტებისა და წიგნის მაღაზიების მიერ ფასდაკლებით გამოტანილი ახალი თუ მეორეული წიგნების გარდა, ფლიმარკეტის სტუმრებს დახვდებათ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ინვენტარი. ასევე, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, სამაგიდო თამაშები და სხვა.

განსაკუთრებული გასართობი ელით სამაგიდო თამაშების მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს წიბახას, თელავისა და ქუთაისის კლუბები მათ საინტერესო და თავბრუდამხვევ აქტივობებს შესთავაზებენ.

ფლიმარკეტის ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილი ზონები განთავსდება, სადაც მისულ სტუმრებს განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

ფლიმარკეტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. წიგნებისა თუ სხვა ნივთების გაყიდვის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ინსპირაცია

მიწოდების თეორია, "სთორების" თხრობა და ოსკარ უაილდის "ბედნიერი უფლისწული"

ამბის თხრობა, იგივე სთორითელინგი, მარკეტინგში გამოიყენება მომხმარებელთა "გულების დასაპყრობად"

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში