Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია ლევანტო გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა.

ლევანტო პროდუქციის რეალიზაციას უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200,000 ევროს შეადგენს. თანხა ასევე მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შეძენას.

"საქართველოს ბანკისა და ლევანტოს თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ ბანკისა და კომპანიის პარტნიორობით მოხდა დანადგარების, კომპანიის პირველი შენობა ნაგებობისა და საწარმოო ხაზის შეძენა. ბანკის მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 50,000 დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ ქართულ საქმეს ვუწყობთ ხელს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ ახალ წამოწყებებში",- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

"ლევანტო" გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც დაამსხვრია ქართული პროდუქტისადმი უნდობლობის სტერეოტიპი და თამამად განაცხადა: დამზადებულია საქართველოში! კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის, სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს. როგორც სპორტულს, ასევე კლასიკურს. საქმიანობის დაწყებისას ჩვენ გვწამდა, რომ მალე მოვიპოვებდით მომხმარებელთა ნდობას, რადგან ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ღირებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ეს ასეც მოხდა, "ლევანტო" მართლაც გახდა ღირსეული ბრენდი ქართულ ბაზარზე. დღეს "ლევანტო" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით ქმნის ქართულ პროდუქტს. მოხარული ვართ რომ ამ გზაზე გვერდით ჩვენი საიმედო პარტნიორი, საქართველოს ბანკი გვიდგას",- აცხადებენ კომპანიაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი