Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ფაბრიკა 1900'' საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს "ფაბრიკა 1900" ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან.

"ახალი საწარმო თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალით ე.წ. სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და რომელმაც ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. ასევე შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე კომპანიას 100- ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული.",- განაცხადა ნათია ბოლქვაძემ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

"ფაბრიკა 1900-ი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს. კომპანია, ახალი დანადგარების პირობებში, თვეში საშუალოდ 4000 ტონა ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე",- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, "ფაბრიკა 1900" 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად, უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ჰყავს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი. ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად გაიზრდება წარმადობა და სამომავლოდ, გადამუშავება წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

სიახლეები

''უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ'' - ვილი ისიანი

თავიდან ფეხბურთით დავიწყე. მაშინ 6 წლის ვიყავი...