Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Product Tank Tbilisi გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Product Tank

საქართველოს ბანკი სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით Product Tank Tbilisi-ს წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართულ სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ, ასევე, მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.

Product Tank Tbilisi- ის სპიკერები იქნებიან:

  • გეგა წურწუმია, Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი;
  • ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი.

შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს.

"Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნელოგიიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება",- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა.

"საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზე. ვფიქრობთ, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ",- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ProductTank-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი #182), 19:00 საათზე. თუმცა უსაფრთოხების რეგულაციების მიხედვით, ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს. მსურველებმა დასწრება შემდეგ ბმულზე უნდა დაადასტურონ- https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/282123017

უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. არ დაგავიწყდეთ პირბადეები, შორიდან მისალმება და დისტანციის დაცვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".