Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის'' ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი ''ექო'' იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 12 თებერვალს, არტარეას გალერეაში (მის: დოდო აბაშიძის 10), "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი "ექო" დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

"ექო" აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს.

"ექო" ოთახია, სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახიდან ინსპირაციით მოცული და შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი გამოდის.

"ექო" ელის ნებისმიერს, ვისაც წარმოსახვის გავარჯიშება ან, უბრალოდ, რამდენიმე წუთის ფანტასტიკურ სამყაროში გატარება სურს.

"ექოს" ოთახი ღიაა ყოველდღე: სამუშაო დღეებში 16-დან 22 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 13-დან 22 საათამდე. კოვიდუსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ, წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე projectecho.ge ან პირდაპირ ესტუმროთ არტარეას გალერეას.

POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის, Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა).

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"