Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. განსაკუთრებით კი რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. სწორედ ამ მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ცნობილი მწერლის, დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა, რომელმაც ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ. მწერალმა ისაუბრა განათლების, თავისუფლების მნიშვნელობაზეც, უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის ბოლოს კი სპიკერმა ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გადასცა და მათზე სამახსოვრო ავტოგრაფებიც გააკეთა.

"ძალიან სასიამოვნო ვიზიტი შედგა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის იდეათეკაში და მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, იდეათეკა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კითხვა და ლიტერატურა ისედაც უყვარდა, არამედ ზოგადად, ახალქალაქის ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ასეთ გარემოში უბრალოდ ყოფნაც კი სასიამოვნო და სასარგებლოა. მჯერა სივრცე იმ ადამიანებსაც მიიზიდავს, ვინც ჯერ არ იცის რომ წიგნზე კეთილი, კარგი და ტკბილი გამოგონება, ამ სამყაროში არ არსებობს" , - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

"საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას. აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნაზე. სწორედ ასეთ, ახლადგახსნილ სივრცეში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა დათო ტურაშვილის შეხვედრა მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სპიკერი შევახვედროთ ახალგაზრდებს, მხარი დავუჭიროთ რომ იდეათეკაში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, მათთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა, წიგნის კითხვა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ახლადგახსნილმა იდეათეკამ უკვე პირველ ლექციას უმასპინძლა და იმედი გვაქვს, ეს სივრცე კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილი გახდება",- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა "ქართული წიგნის ინსტიტუტთან" პარტნიორობით პროექტ "იდეათეკების" განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები უკვე გაიხსნა ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, დუისში, თბილისში. ამ რიცხვს სულ ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. უკვე 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია