Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი სანდრო ონიანი სტაჟირებას საერთაშორისო კომპანია Infoblox-ში გაივლის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fulbright-ის პროგრამის 2021 წლის გამარჯვებული, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი სანდრო ონიანი, რომელიც Bentley University-ში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, ზაფხულის სტაჟირებას საერთაშორისო კომპანია Infoblox-ში გაივლის.

როგორც თავად სანდრო განმარტავს, აშშ-ში ჩასვლის დღიდან, იგი სრულად სწავლაზე იყო ორიენტირებული, ვინაიდან Bentley University-ის სასწავლო პროგრამა იმგვარადაა გაწერილი, რომ სტუდენტს მუშაობისთვის დრო პრაქტიკულად აღარ რჩება. "თუმცა ვინაიდან ზაფხულში არდადეგები გვაქვს, აქტიურად ვეძებდი ამ პერიოდისათვის სტაჟირების პროგრამებს დიდ კომპანიებში. მოგეხსენებათ, აშშ-ში მიღებული პრაქტიკაა, რომ კომპანიებს სტუდენტები სწავლის დამამთავრებელი წლის დაწყებამდე აჰყავთ, ზაფხულის განმავლობაში აკვირდებიან და თუ მოეწონებათ, სწავლის დასრულების შემდეგ კონტრაქტს სთავაზობენ. ამიტომ, მსხვილ კომპანიებში ამ მხრივ საკმაოდ დიდია კონკურენცია და შერჩევის პროცესიც შესაბამისად ხანგრძლივია", - აცხადებს სანდრო ონიანი.

Infoblox ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე. იგი ძირითადად ორიენტირებულია კიბერუსაფრთხოებისა და ნეთვორქინგის მიმართულებაზე, ხოლო ამ კომპანიის პროდუქტებს ე.წ. Fortune 500-დან მინიმუმ 300 ორგანიზაცია იყენებს. სანდროს თქმით, უპირველეს ყოვლისა ამ კომპანიით დაინტერესება მათ მიერ პროექტ-მენეჯერის სტაჟიორის ვაკანსიის გამოცხადებამ განაპირობა. "სამაგისტრო პროგრამის დაწყებამდე, დაახლოებით 4-5 წელი IT კომპანია Fina-ში პროექტ მენეჯერის პოზიციაზე ვიმუშავე, სადაც საკმაოდ დიდ პროექტებთან მქონდა შეხება და ძალიან მაგარ გუნდთან ერთად ვმუშაობდი. ვინაიდან ჩემს სამომავლო გეგმებად კვლავ პროექტების მენეჯმენტს მოვიაზრებ და ამავდროულად კიბერუსაფრთხოება და ნეთვორქინგი ძალიან მაინტერესებს, გადავწყვიტე Infoblox-ში მეცადა ბედი. ზოგადად, ამ სფეროთი პანდემიის შემდეგ დავინტერესდი, როდესაც როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, კიბერუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი გახდა", - აღნიშნავს სანდრო.

რაც შეეხება უშუალოდ სტაჟირების პროგრამას, სანდრო ზაფხულის განმავლობაში Infoblox-ის ბიზნესოპერაციების დეპარტამენტში, პროექტ-მენეჯერის სტაჟიორად იმუშავებს. Entrepreneur-თან საუბრისას სანდრო იხსენებს, რომ "სენიორ პროგრამ-მენეჯერებთან" რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება გაიარა, რამაც იგი კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა, რამდენად განსხვავებული და ინოვაციური მუშაობის სტილი აქვს ამ კომპანიას.

Infoblox აშშ-ის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ოფისების დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, თუმცა სანდრო ამ ეტაპზე სიეტლში, ქალაქ ტაკომაში იმუშავებს.

მოგეხსენებათ, სანდროს მსგავსად, ევროპისა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის გაგრძელების და სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას საქართველოს ბანკი ყოველწლიურად სთავაზობს.

ფულბრაიტის 2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://go.usa.gov/xHmfF

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო და იღებს განათლებას ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, თუ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. Fulbright, Chevening, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში, ეს ის სასტიპენდიო პროგრამებია, რომლის მეშვეობითაც ბანკი ახალგაზრდებს მსგავს შესაძლებლობებს აძლევს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ფრანჩაიზი

როგორ გახდნენ ეს ფრანჩაიზები ფრანჩაიზერები

ოთხივე ანტრეპრენერმა გარისკა, ზოგიერთმა ახალი ბრენდი შექმნა, ზოგმა - სათავო კომპანია იყიდა და საბოლოოდ ყველა დიდი ბოსი გახდა