Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და "ქართული წიგნის ინსტიტუტის" პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიამ "მეღვინეობა ხარებამ".

ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსებით როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.

პროექტ "იდეათეკის" მიზანს წარმოადგენს რეგიონების საჯარო სკოლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით ხელი შეუწყოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. შექმნას სივრცე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ როგორც გაკვეთილების უფრო საინტერესო ფორმატში ჩატარებას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას.

"მოხარული ვართ, რომ მორიგი, რიგით მე-10 იდეათეკა ამჯერად ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გავხსენით. პროექტი სამი წლის წინ დავიწყეთ იმ იდეით რომ ხელი შეგვეწყო განათლებისთვის მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. გვინდოდა ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე და შედეგად, უკვე 6,000-ზე მეტ მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს გორის სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, დუისში, ასევე ფოთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, ოზურგეთში, თბილისში. მათ აქვთ წვდომა იდეათეკაში განთავსებულ რესურსებზე: ინტერნეტზე, კომპიუტერებზე, პროექტორზე, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში", – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"