Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობა მოეწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი რეგიონში აგროპროექტების განხორცილეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7-ჰა ზე აგრომეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 200 000 ლარია. ბანკის წილი კი 60 000 ლარს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კარალეთში ღია გრუნტზე, სათბურის მეთოდით მოგვყავს ჩერისა და ჰოლანდიური მამსტონის ჯიშის 1 000 ტონამდე პომიდორი. მის რეალიზაციას ვახდენთ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა მეზობელ ქვეყნებში. ამას გარდა, კვლავ ბანკის მხარდაჭერით 211,000 ძირ ხილსა და კენკრას ვაწარმოებთ. უფრო კონკრეტულად კი ბლის, ნუშის და ჟოლო ნერგებს. საერთო ჯამში, ამ პროექტის საერთო მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 70 000 ლარს შეადგენს",- განაცხადა მცირე მეწარმემ, იოსებ ფარეხელაშვილმა.

"მოხარული ვართ რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობის მოწყობაში. მცირე მეწარმემ ასევე შეძლო ჩვენთან პარტნიორობით გაეშენებინა ჟოლოს ბაღი, სადაც 1.5 ჰა- ზე, ღია გრუნტზე მოყავს 4 ტონამდე მოსავალი. მის რეალიზაციას კი ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. მცირე მეწარმეს უკვე დასაქმებული ყავს 30 ადამიანი და ბიზნესის გაზრდის პარალელურად კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება",- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი