Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია ''ელგიმ'' მზის პანელები დამონტაჟა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია "ელგის" პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში, მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1 145 000 ლარს შეადგენს.

"ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ რომ ახალი პროექტიც სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ. კომპანია "ელგი" ოპერირებს ბაზარზე სასტუმრო "ალაზნის ველით", რომელიც მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში. სასტუმრო მოიცავს 50 ნომერს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი ყველა საჭირო აქსესუარებით. სასტუმრო ასევე მოიცავს საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები. სწორედ ამ სასტუმროსთვის დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგური, რომელიც გაზრდილი ელექტრო ენერგიის საფასურის ფონზე მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, კონსტანტინე მახათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/396st4P

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან