Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია, რომელიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გაიცა, ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა.

"ჩვენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს "პარკ ჰოტელ წყალტუბო"-ს, რესტორან "მაგნოლია"-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ "ბი ჰელსი"-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს +35-33 გრადუსია. პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ", - განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ.

ინფორმაციისთვის, რედონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია