საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა

საქართველოს ბანკი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალები - სესხის მოთხოვნისა და ფინანსური სერვისების სრულიად ონლაინ ათვისების პროცესი - თანხის მოთხოვნა და შაბლონის შეხსენება დაამატა.

ფინანსური ლიმიტის ათვისება გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან, ფინანსურ ჯგუფში შემავალ ბიზნესს ონლაინ შეუძლია ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ნახოს და აითვისოს წინასწარ დამტკიცებული ფინანსური ლიმიტი. იმ შემთხვეაში კი, თუ მომხმარებელს არსებული ლიმიტის გაზრდა სურს, შესაძლებლობა აქვს ონლაინ მოითხოვოს გაზრდილი სესხის ლიმიტი.

კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი თანხის მოთხოვნაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მაქსიმალურად გაუმარტივოს სხვა ბიზნესთან თანხის გადარიცხვის პროცედურები. კონკრეტულად, მომხმარებლისგან მოითხოვოს ჩასარიცხი თანხა, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული ან ჩასარიცხი.

ბიზნეს ინტერნეტბანკის კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - შაბლონის შეხსენებაა. ბიზნესს ხშირად აქვს ფიქსირებული ხარჯები, რომლის გადარიცხვებიც სისტემტურად უწევს. იმისათვის, რომ ბიზნესს ყოველჯერზე აღარ მოუწიოს მიმღების ინფორმაციის ხელახლა შევსება, ბიზნეს ინტერნეტბანკს აქვს შაბლონის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ამ შაბლონების მოდულს დაემატა შეხსენების ფუნქციონალი, რომლის დაყენებაც შესაძლებელია, როგორც უკვე არსებულ, ასევე ახალი შაბლონის შექმნისას, თარიღისა და სიხშირის მითითების მიხედვით.

იმისთვის, რომ გახდეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.

Related Topics

სიახლეები

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი

ანონსი

NEUROPILOT - სპორტსმენები ტრავმის შიშის დაძლევას ვირტუალური რეალობის გამოყენებით შეძლებენ

"რაგბის კავშირთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) უკვე დადებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გვაძლევს იმედს, რომ მალე "ნეიროპილოტს" საქართველოს ყველა მორაგბე გამოცდის", − NEUROPILOT.

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ