Sponsored Content

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "წიგნების თაროს" სამოყვარულო ტურნირი იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კითხვის მოყვარული, სხარტი და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის "წიგნების თაროს" სამოყვარულო ტურნირზე რეგისტრაცია დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, შექმნათ სამი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდი და გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

"წიგნების თაროს" სატელევიზიო ფორმატისგან განსხვავებით, სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობას 100-ზე მეტი გუნდი ერთდროულად მიიღებს. ისინი ერთმანეთს სამი ტურის განმავლობაში შეეჯიბრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურნირის ფარგლებში 39 რაუნდი და 3 ბლიცი ჩატარდება.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ წიგნების თაროსთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთობლივი ინიციატივით წელს უკვე მეათე სტუდენტური სეზონი ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 223-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამეცნიერო თუ ლიტერატურული სფეროთი დაინტერესებას. წიგნების თაროს სამოყვარულო ტურნირი სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული, კითხვის მოყვარული ახალგაზრდებისთვის ახალი და საინტერესო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა წიგნების თაროს ონლაინ სკოლა მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების შექმნას ჰპირდება.